„პარი სენ ჟერმენისა“ და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ სუპერლიგა მკვდარია.
მან მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა, რომელიც სუპერლიგის შექმნის ინიციატორია და თქვა, რომ ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგებას, სადაც თამაში არ სურს, რამდენიმე დღე ზეიმობდა.
„პატივს ვცემ დიდ კლუბებს. „რეალმა“ დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ისინი დღეების განმავლობაში ზეიმობდნენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას, მერე კი მისი მოკვლა სურთ. ასევე მომწონს „აიაქსის“ ნახევარფინალში ხილვა, ფინალში „ტოტენჰემის“, „ზალცბურგის“ ვნებიანი ქომაგების ხილვა, რომლებიც სტადიონზე ყინვაში შიშვლები არიან. ეს არის ფეხბურთის სული და უსამართლობა იქნება დახურული ლიგის შექმნა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, სუპერლიგა მკვდარია“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.