ბრიტანეთში, შრუსბერის ბიბლიოთეკიდან 1969 წლის 14 მაისს გატანილი წიგნი მკითხველმა 2022 წელს დააბრუნა.
როგორც კაცმა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს უთხრა, ბავშვობაში ბიბლიოთეკიდან ხშირად გაჰქონდა წიგნები, თუმცა, ერთ-ერთი მათგანის (Hubert Hoffman - „One-Family Housing: Solutions to an Urban Dilemma“) დაბრუნება დაავიწყდა და მას ახლახანს, ნივთების დალაგების დროს წააწყდა.
წიგნის დაბრუნებისთვის განსაზღვრული დროის გადაცილებისთვის, კაცს ჯარიმის გადახდა უწევდა, თუმცა ბიბლიოთეკამ მას ეს ვალდებულება მოუხსნა.