ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან ერთგვარ კოსმოსურ შეჯიბრშია ჩართული. ეს აზიური ქვეყანა დედამიწის გარეთ საკუთარი ძალების დემონსტრირებას სულ უფრო ხშირად ახერხებს, რისი მაგალითიც მარსზე განხორციელებული წარმატებული მისია Tianwen-1-ა.
მართალია, NASA-ს წითელი პლანეტა უკვე დიდი ხნის ათვისებული აქვს, თუმცა ჩინეთი ფარ-ხმალს არ ყრის და გეგმავს, რომ იქიდან ნიმუშები დედამიწაზე პირველმა სწორედ მან ჩამოიტანოს.
ამის შესახებ ახლახან გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. Tianwen-1-ზე მომუშავე სპეციალისტმა განაცხადა, რომ მარსზე მოპოვებულ გეოლოგიური მასალის ჩვენს პლანეტაზე ჩამოსატანად მისიას 2028 წლის ბოლოსკენ განახორციელებენ, ხოლო აპარატი ტვირთთან ერთად დედამიწამდე 3031 წლის ივლისისთვის მოაღწევს, NASA/ESA-ზე 2 წლით ადრე.
წესით, ეს ორი სააგენტო საერთო ძალებით მიზნის მიღწევას ასევე 3031 წლის ივლისისთვის იმედოვნებდა, მაგრამ მისიასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, გეგმები შეიცვალა. ახლა ისინი საბოლოო პერიოდად 2033 წლის მიწურულს ასახელებენ.
ჩინეთი მარსზე Long March-ის ტიპის რაკეტებით დასაშვებ/ასაფრენ მოდულებსა და ორბიტერის/დასაბრუნებელი მოდულის წყვილს გაგზავნის, რომლებიც წითელ პლანეტამდე 2029 წელს მიაღწევს, იქაურობას კი 2030 წლის ოქტომბერში დატოვებს.