"თავები დაგორდება ყველასი"

 ჯერ-ჯერობიღთ არ არის დადგენილი მოწამვლის მიზეზი. 11 სამხედროს შემოწმება ახლა მიმდინარეობს. ეს არ არის მასშტაბური. მიუხედავად ამისა, მე მივიღე გადაწყვეტილება და გავათავისუფლეთ ყველა, ვინც იყო დაკავებული კვების უსაფრთხოებით. ასევე, მთლიანად შეიცვლება მენეჯმენტი და თვითონ მენეჯმენტის სისტემა ქართულ კვებაში, რომელსაც აქვს  მიბარებული და ახორციელებს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფას.

მე მინდა ერთი რამ ძალიან ნათლად განვუცხადო ყველას. სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. ბუნებრივია, დაველოდებით გამოძიებას. ყველა ვინც, უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის მოვალეობას, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც საქმე ეხება ჩვენი ჯარის კვებას, რომელსაც მეც და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ვთვლით, რომ ისევე უნდა მოეკიდო, როგორც შენი შვილის კვებას, იქნება მთელი კანონის სიმკაცრით დასჯილი. როგორც კი დასრულდება გამოძიება და დადგინდება დამნაშავე, თუ კი გამოიკვეთა, აუცილებლად, ჩემს მიერ იქნება უმკაცრესი ზომები მიღებული და თავები დაგორდება. თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როდესაც შენ გაბარია ჯარის კვება და ჯარის მომსახურება.

ახალი ტენდერი შესაძლოა მოგვიანებით ჩატარდეს. ამ ეტაპზე ჩვენ შევცვალეთ გადაწყვეტილებები. უნდა იყოს არანორმირებული კვება. შეცდომით და ასე ვთქვათ, სხვადასხვა პროცესის შედეგად, როგორც დავინახეთ, ნორმირებულ კვებაზე გადასვლის პროცესი შეიარაღებული ძალებისთვის არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ, მთლიანად შეიცვლება მიდგომა მომავალში ქართული კვების მიმართ.