„არ ვთვლი, რომ ევროპელები პოლიტიკურ საჭადრაკო დაფასთან სწორ სვლებს აკეთებენ, ბევრი შეცდომა მოსდით - ის კი არ აწუხებდათ, საქართველოს დაარტყამდა თუ არა რუსეთი, არამედ მათ უსაყვედურებს თუ არა რუსეთი“

„არ ვთვლი, რომ ევროპელები პოლიტიკურ საჭადრაკო დაფასთან სწორ სვლებს აკეთებენ, ბევრი შეცდომა მოსდით - ის კი არ აწუხებდათ, საქართველოს დაარტყამდა თუ არა რუსეთი, არამედ მათ უსაყვედურებს თუ არა რუსეთი“

„არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება გადაიხედოს ევროკომისიის მიერ აქამდე მოტანილი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

როგორ ფიქრობთ, რა სიგნალი მიიღო ევროპამ 20 ივნისი აქციიდან? რამდენად არის შესაძლებელი, ევროკომისიამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და 24 ივნისს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მივიღოთ ევროკავშირის სტატუსი?

- გამორიცხული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ 10%-20%-ით არის ვარიანტი, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს, რადგან ავტომატურად მიდის პროცესი.

20 ივნისის ორი აქციის მნიშვნელობა არის ანგარიშგასაწევი, - ჩვენთან ამბობენ, რომ „ევროპა გვინდა!“ და ამისთვის გაიმართა დიდი აქცია, მოლდოვაში კი გაიმართა აქცია „არა ევროპა, რუსეთი გვინდა!“

ევროპელმა დიდმა პოლიტიკოსებმა მოლდოვას მისცეს კანდიდატობა და საქართველოს არა. ვინაიდან მოლდოვაში რუსეთის მხარდამჭერთა რიცხვი დიდია, შესაძლოა, სწორედ, ამ ხალხის მათკენ მოტრიალების გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველოს რას ერჩოდნენ, სრულიად გაუგებარია. ის, რაც პირობებად ჩამოთვლილია, რეალურ პირობად ვერ ჩაითვლება, რადგან იგივე პირობები აქვს დათქმული მოლდოვას და უკრაინას, რაც შემდეგ უნდა შეასრულონ. თუ მათთვის შეიძლებოდა მერე შესრულება, საქართველოსთვის რატომ არ შეიძლებოდა, სრულიად გაუგებარია.

ისმის, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო, სტრატეგიული შეცდომა იყოო და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გადაიხედოს აქამდე მოტანილი გადაწყვეტილება, მაგრამ ბიუროკრატიული ინერციის გამო, დიდი ალბათობით, მაინც იგივე დარჩება. 

თქვენ პირადად, პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით უშუალოდ ქვეყნის შიგნით?

- ცდილობდნენ, რომ ეს აქცია დაცლილი ყოფილიყო პოლიტიკური შინაარსისაგან, გამოუვიდათ, რადგან ტრიბუნაზე თითქმის არავინ აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს. თუმცა, სტუმრებად ეკრანზე, დაპატიჟეს ის ევროპელი პოლიტიკოსები, ვინც კრიტიკულია ამ ხელისუფლების მიმართ და ეს მათ ღიად თქვეს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერივნენ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი ნაბიჯია. ფაქტობრივად, ხალხს მოუწოდეს ხელისუფლების შეცვლისკენ. 

ასევე, მაგალითად, გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოსო. ასე რომ, ამ აქციას კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ელფერი ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში მაინც მოახერხეს თავის შეკავება იმისგან, რომ ამდენი ხალხი რომ დაინახეს, არ დაეძახათ, აბა, შევუტიოთ მთავრობას ახლაო, რაც ადრინდელ 20 ივნისს გააკეთეს. ახლა თავშეკავება მოხდა, რაც მისასალმებელია.

რამდენად უწერია აღსრულება მოთხოვნას, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს?

- ორი კერძია ჩვენს პოლიტიკურ სუფრაზე - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა.“ მესამე კერძი აღარ გვაქვს და აღარც ნაფხვენები არის. კარგი, გადავაგდოთ „ქართული ოცნება,“ ე.ი. უნდა მივირთვათ „ნაციონალური მოძრაობა“? თუ ამის წინაშე დადგება ქართველი ამომრჩეველი, პროგნოზი ადვილია: საკითხი ასე დგება - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანა?! თუკი ევროპა გათამაშდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანის ინსტრუმენტი, საქართველო ასეთ ევროპაზე იტყვის უარს, რომ ხელახლა „ნაციონალები“ იყვნენ ხელისუფლების სათავეში. 

ეს ნიშნავს თუ არა ავტომატურად, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს ორიენტაცია და ისრები რუსეთისკენ გადადის?

- 30 წელია ებრძვი, 3 ომი გადაიტანე რუსეთთან და მის რელსებზე არ გადასულხარ. ახლა რატომ ნიშნავს ამას?! - ეს ვერსია მხოლოდ იმიტომ ჩნდება, რომ „ნაციონალებს“ აწყობთ, დასავლეთს ჩაუდონ ეს. დასავლეთს გეოპოლიტიკური ორიენტაციით საქართველოსთვის ზურგი შეაქცევინონ, რაც პრინციპში მოხდა კიდეც.

შესაძლოა, ევროკომისიის გადაწყვეტილებამ საქართველოს მოსახლეობის განწყობებზე იმოქმედოს? 80%-ზე მეტი უჭერს მხარს დასავლურ ორიენტაციას, თუ მართლაც ვერ მივიღეთ სტატუსი და ეს პროცესი კიდევ რამდენიმე წელი გაიწელება, შესაძლოა ეს რიცხვი შემცირდეს?

- დიახ, რა თქმა უნდა. ამაზე აღარ დაფიქრდნენ ევროპელები. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ამ სტატუსს, მოწინავე იყო საქართველო. მაშინ რატომ შეაქცია ამ საქართველოს ზურგი, გაუგებარია ამ შემთხვევაში. 

და მაინც, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი?

- ბოლო დროს ვაკვირდებით, უკრაინის ომის თემაში დასავლეთის წამყვანი ქვეყნები ცდილობენ, იპოვონ ისეთი ვერსია, რომ მოალბონ რუსეთის დამოკიდებულება მათდამი, რომ ნაჩვენები იყოს, ისინი ზრუნავენ რუსეთზე, კომპრომისზე წასვლა რუსეთთან კარგია, რადგან მისი გაბრაზება არ ღირს. ე.ი. ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ცდილობენ, რომ რუსები არ გააღიზიანონ, ამავე დროს, უკრაინა კმაყოფილი ჰყავდეთ. უკრაინის კმაყოფილებას მიაყოლეს მოლდოვაც და რაღაც ხომ უნდა მიეცათ რუსეთისთვის?!

ჩემთვის ეს მოტივი უფრო გასაგები და დამაკმაყოფილებელია იმ ფონზე, რომ ევროპის ქვეყნებმა უკრაინის თემაშიც სცადეს რუსული ინტერესის შემოტანა. სამი ლიდერი ჩავიდა უკრაინაში, რომ უკრაინამ რუსეთს რაღაცები დაუთმოს და შეჩერდეს ომი. ამ განწყობების ფონზე არის მიღებული ქართული გადაწყვეტილებაც.

როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ფონზე, საქართველო შესაძლოა რუსეთის მორიგი აგრესიის მსხვერპლი გამხდარიყო?

- არ ველოდებოდი, აბსოლუტურად. საერთოდ არ ვთვლი, რომ ევროპელები პოლიტიკურ საჭადრაკო დაფასთან სწორ სვლებს აკეთებენ, ბევრი შეცდომა მოსდით. დამატებით საომარი მოქმედება თითქმის გამორიცხულია. ის კი არ აწუხებდათ, საქართველოს დაარტყამდა თუ არა რუსეთი, არამედ მათ უსაყვედურებს თუ არა რუსეთი. 

მაკრონმა ერთ ქვაბში მოაქცია საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ ორ ქვეყანაზე რუსეთს გავლენა უკვე აქვს, ჩვენ მიგვაწება ამ გავლენის ზონაში და ამით ისიც გაშიფრა, რომ გიბიძგებს იყო რუსეთის გავლენის ქვეშ, ისე როგორც არის ეს ორი სახელმწიფო.

 

trampi საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
--დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს!--
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.

ლექსი იციო?!-- ჰკითხეს საქართველო,
პატარა საქართველოს, პატარას---თვალცრემლიანს...
ვიციო!--უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
--პატარა საქართველოს პალეროიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.

-ყოჩაღ!-მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა,-
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..

ბოლოს როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო,ობოლი საქართველო
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
-------------------------------------------------------------


ესეც ესეეეე....
მერამდენედ ათქმევინეს საქართველოს ლექსი, თანაც სულ გამოთქმით
მერე ხეირი??
1 წლის უკან