ერიკსენმა „მანჩესტერში“ გადასვლაზე უარი თქვა

ერიკსენმა „მანჩესტერში“ გადასვლაზე უარი თქვა

„ბრენტფორდის“ დანიელმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიკსენმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე უარი თქვა - წერს The Guardian.

წყაროს ცნობით, ერიკსენს „ბრენტფორდში“ დარჩენა ან „ტოტენჰემში“ დაბრუნება სურს. ადრე ვწერდით, რომ გულზე ოპერაციაგადატანილი 30 წლის ერიკსენით „მანჩესტერი“ და მისი ყოფილი კლუბი „ტოტენჰემი“ დაინტერესდნენ.