ბადრი მანჯავიძე:  სასწრაფოდ გაასხვისა ბატონმა ზალიკომ თავისი 96 კვ. მ. 2-ოთახიანი ბინა და ამის შემდეგ ჩემს ტელეფონს აღარ უპასუხა! დღემდე მაქვს ეჭვი, რომ ეს ბინა

ბადრი მანჯავიძე: სასწრაფოდ გაასხვისა ბატონმა ზალიკომ თავისი 96 კვ. მ. 2-ოთახიანი ბინა და ამის შემდეგ ჩემს ტელეფონს აღარ უპასუხა! დღემდე მაქვს ეჭვი, რომ ეს ბინა "ცენტრ-პოინტისგან" საერთოდაც ნაჩუქარი იყო

ადვოკატი ბადრი მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

"უდუმაშვილზე ერთი ამბავი გამახსენდა. ბატონი ზალიკო სააკაძის მოედანზე , ჩვენს ამხანაგობაში იშენებდა 96 კვ.მ. ბინას.  2005 -ში ამის შესახებ საერთო ნაცნობმა მითხრა შემთხვევით.  მერე იცის სად გაყო თავი მეთქი? ვკითხე ამ გოგოს  და მოვუყევი "ცენტრ-პოინტის" საქმენი საგმირონი. ეს ამბავი უნდა მოვუყვეო .

რაღაც პერიოდში მირეკავს და უდუმაშვილის  ტელეფონს მაძლევს, იქნებ შეხვდე და დაელაპარაკოო. მართლაც შევხვდი  ბატონ ზალიკოს მიცკევიჩის კუთხეზე კულინარიასთან. ავუხსენი რა "თახსირობას" ჰქონდა ადგილი ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ში და ისიც ვთხოვე ცნობილი ჟურნალისტი ხარ და იქნებ დაგვეხმარო , აქციებს ვაწყობთ ხან  სააკაძის მოედანზე , ხანაც ვაკეში ამ თაღლითი კომპანიის ოფისთან , არავინ  გვაშუქებს მეთქი. კი აუცილებლადო, მადლობა გადამიხადა და იცოდა რა იურისტი ვიყავი  თავისი ხელშეკრულების ასლი  გადმომცა -იქნებ გადახედო რამე არასწორად ხომ არ მომაწერინეს ხელიო. თან დააყოლა , ეს თავმჯდომარე ზურა თაბუკაშვილი, მართლაც არ ტოვებს წესიერი კაცის შთაბეჭდილებასო.

რა მოხდა ამის მერე?  რა და სასწრაფოდ გაასხვისა ბატონმა ზალიკომ თავისი 96 კვ. მ. 2-ოთახიანი ბინა და ამის შემდეგ ჩემს ტელეფონს აღარ უპასუხა! დღემდე მაქვს ეჭვი, რომ ეს ბინა "ცენტრ-პოინტისგან" საერთოდაც ნაჩუქარი იყო".