პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელი მარიო გიოტცე გერმანიაში ბრუნდება და დიდი ალბათობით, ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sport 1 ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება, ხოლო ნიდერლანდური გუნდი მარიოს სანაცვლოდ 4-5 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ „აინტრახტი“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
მარიო გიოტცე პსვ ეინდჰოვენში 2020 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე „დორტმუნდისა“ და „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა. 30 წლის ფეხბურთელს „მილანსა“ და „ბენფიკასაც“ უკავშირებდნენ.