ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მილანის „ინტერში“ დაბრუნებასთან ახლოსაა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
მხარეებმა შეთანხმებას პრაქტიკულად ყველაფერზე მიაღწიეს და ბელგიელი იტალიაში იჯარით დაბრუნდება, რომლის სანაცვლოდ „ინტერი“ 10 მილიონ ევროს გაიღებს.
ლუკაკუ „ინტერის“ ღირსებას 2019-2021 წლებში იცავდა და 95 მატჩში 64 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ ზაფხულს ის მილანურმა გრანდმა „ჩელსიში“ 115 მილიონ ევროდ გაყიდა, მაგრამ ინგლისურ კლუბში მოლოდინი ვერ გაამართლა.