პსჟ-ს გალტიე ჩაიბარებს

პსჟ-ს გალტიე ჩაიბარებს

„პარი სენ ჟერმენს“ დიდი ალბათობით კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს. ფრანგი სპეციალისტი პარიზელთა ახალი სპორტული დირექტორის, ლუის კამპოსის არჩევანია.

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, მაურისიო პოჩეტინოს უახლოეს ხანში დაითხოვენ და მას გალტიე შეცვლის, რომლის სანაცვლოდ პსჟ თანახმაა „ნიცას“ კომპენსაცია გადაუხადოს.

კრისტოფ გალტიეს 2009-2017 წლებში „სენტ ეტიენში“ აქვს ნამუშევარი, 2017-2021 წლებში კი „ლილის“ მთავარი მწვრთნელი, რომელსაც 2021 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა. გასულ ზაფხულს „ნიცას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.