ცნობილ ავსტრიელ ჩოგბურთელს, რომელიც ვარჯიშისას ხმას გამოსცემდა, მეზობლებმა პოლიცია გამოუძახეს, რადგან ეგონათ, რომ ბიჭი პორნოს იღებდა

ცნობილ ავსტრიელ ჩოგბურთელს, რომელიც ვარჯიშისას ხმას გამოსცემდა, მეზობლებმა პოლიცია გამოუძახეს, რადგან ეგონათ, რომ ბიჭი პორნოს იღებდა

ავსტრიელი ჩოგბურთელი დომინიკ ტიმი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, თუმცა, ამ შემთვევაში, მედია არა სპორტზე, არამედ, სპორტსმენის სამეზობლოში მომხდარ სახალისო ისტორიაზე წერს.

ირკვევა, რომ 28 წლის სპორტსმენი ტრაისკირხენის ჩოგბურთის აკადემიაში ვარჯიშობდა და ხმამაღალ ხმებს გამოსცემდა, რის გამოც, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. ზარის ავტორი ამბობდა, რომ შენობიდან ისეთი ხმები გამოდიოდა, რომ, სავარაუდოდ, ვიღაც პორნოვიდეოს იღებდა.

„მაისურის გარეშე ვვარჯიშობდი და ყველამ იფიქრა, რომ რადგან კარგი ტანი მაქვს, ე.ი. პორნოს ვიღებდით“, - თქვა სპორტსმენმა.