5 წლის ბრიტანელმა გოგომ - ბელა ჯეი დარკმა წიგნი დაწერა, ნახატებით თავადვე გააფორმა და გინესის რეკორდების წიგნში აღმოჩნდა.
ბელა მდედრობითი სქესის ყველაზე პატარა ადამიანია, რომელმაც წიგნი გამოსცა. (ბიჭებში, ეს რეკორდი 4 წლის ამერიკელ ბიჭს ეკუთვნის).
„დაკარგული კახა“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლის 1000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
„წიგნი კატაზეა, რომელიც სახლიდან გავიდა და დაიკარგა. კატა აცნობიერებს, რომ სახლიდან დედის გარეშე არ უნდა გასულიყო. სწორედ ეს იყო ჩემი შვილის მთავარი გზავნილი“, - ამბობს ბელას დედა.