„ძლევაი საკვირველი“ - პრეზიდენტის მდუმარე აქციისა და „ოცნების“ ხმაურიანი განცხადებების შემდეგ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო

„ძლევაი საკვირველი“ - პრეზიდენტის მდუმარე აქციისა და „ოცნების“ ხმაურიანი განცხადებების შემდეგ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო

16 ივნისს, ევროპის მოედანზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ერთგვარი აქცია გაიმართა. მართალია, ეს შეკრება მრავალრიცხოვნობით არ გამოირჩეოდა და ბევრი ადამიანი არ მისულა, მაგრამ ამ აქციას ესწრებოდნენ ევროპელი ელჩები და ამ შეკრებამ თავისი სათქმელი თქვა: გაჟღერდა თხოვნა, საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

თუმცა, სამწუხაროდ, მანამდე, თვეებისა და წლების განმავლობაში, საქმე იმდენად გავაფუჭეთ, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ევროპულ გზაზე, „ასოცირებული ტრიო“ რეალურად დაიშალა და ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩით სხვა ქვეყნებს - ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია ეძლევა უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს დრო ეძლევა წლის ბოლომდე, რომ გადადგას ის ნაბიჯები, რაც ამ სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია.

ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ 16 ივნისის აქცია, თავისი შინაარსითა და პათოსით მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, კარგია, რომ ეს შეკრება პოლიტიკური შემადგნელისგან დაცლილი იყო.

„გუშინდელი აქცია დაცლილი იყო პოლიტიკური შემადგენლისგან, რაც ამ აქციაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის, რომ ხალხმრავლობა არ იყო და ვერც იქნებოდა, ის, რომ იყო მოწოდება და თხოვნის გამოხატულება, საქართველომ მიიღოს სტატუსი, შეასრულა.

ეს მაინც ჩვენი პარტნიორებისთვის იყო გამართული. ის, რომ ამ შეკრებას ესწრებოდნენ ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის, აშშ-ს ელჩი, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მათი სახელმწიფოების მეთაურებს ჩააყენებენ საქმის კურსში. მგონია, რომ პრეზიდენტმა ამით რაღაც ფუნქცია მაინც შეასრულა. რაც მთავარია, გამოჩნდა პოლიტიკური შემადგენლობისაგან გათავისუფოლებული პოზიცია, მნიშვნელოვანია, რომ პარტიულმა შემადგენელმა არ დაამძიმა ის, რისთვისაც იყო ეს აქცია მოწოდებული“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა უმნიშვნელო იყო. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, გამოჩნდა, რომ პრეზიდენტს არავითარი გავლენა არ აქვს.

„უმნიშვნელო შეხვედრა იყო და ხალხის რაოდენობამ ეს დაადასტურა. საზოგადოებას არავითარი ინტერესი არ ჰქონდა ამ შეხვედრის მიმართ. ელჩების გამოჩენა ერთგვარი ჟესტი იყო, კეთილგანწყობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ალბათ, მათაც მშვენივრად იცოდნენ, რომ ამ შეკრებას ბევრი ადამიანი არ დაესწრებოდა.

გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ მას არავითარი რეიტინგი ქართულ საზოდოებაში არ აქვს, ის არის „ქართული ოცნების“ ელექტორატის მიერ არჩეული და ეტაპობრივად, ის საკუთარ ამომრჩეველს სცილდება. რეალური ძალა და შესაძლებლობები მას არ გააჩნია. ვურჩევდი, რომ მოეშვას ამ უაზრო განცხადებების კეთებას. ევროპარლამენტარების ნაწილი დღეს ებრძვის საქართველოს და მის მომავალს“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.

ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ უკრაინაში ომი და რუსეთის ფაქტორი. მისი თქმით, მიღებულ შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს ეკისრება.

„დღეს არ არის დესტაბილიზაციის დრო, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, როდესაც რუსეთი სრულიად გადასულია ყველა მოლოდინს და მოულოდნელი არის მისი ნებისმიერი რეაქცია, - ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინონ. ასევე, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც დაუბრუნდებიან ამ საკითხებს, რომ ყურადღება მიაქციონ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას. გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევნდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირაად არ გაიგოს.

რა არის გასაკეთებლი, სია მოცემულია. ეს არის მთავრობის და ოპიზიციის ნაწილის პასუხისმგებლობა, რომელიც ასე იქცეოდა: დაანებოს ასე სირბილს სხვადასხვა დედაქალაქებში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას და მიუდგეს აქ მუშაობას იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

Aburjga Tasmanieli მივმართავ ევროპსი მოტრფიალე საზოგადოებას! დეგენერატო. როცა რუსეთის იმპერია მის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში რკინიგზების მშენებლობით იყო დაკავებული (1865-1914, აშენდა თითქმის ყველა დღევანდელი რკინიგზის ხაზი სულ 830 კმ!!!), მაშინ შენი სამაგალითო და სუფტა ევროპა ადამიანებზე ნადირობით იყო დაკავებული. მაგალითად ბელგიის მეფე ლეოპოლდ II -ს მეფობის პერიოდში, ბელგიის საოკუპაციო- კოლონიურმა ძალებმა კონგოში 20 მილიონამდე!!! ადგილობრივი მკვიდრი გაწყვიტეს! თანაც აღრიცხვის გამარტივების და ტყვიების დაზოგვის მიზნით ბელგიელი ჯარისკაცი ვალდებული იყო მოკლული კონგოელისათვის მარჯვენა ხელი მოეკვეთა და მეთაურისათვის ჩაებარებინა! სანამდე უნდა იყოთ ამ გოიმურ-სნობურ სიბნელეში?!
1 წლის უკან