შსს-მ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1948 წელს დაბადებული ჯემალ მ. არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მოტყუებით შეიყვანა მცირეწლოვანი მეზობელი, 2009 წელს დაბადებული ნინო ჩ. და მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯემალ მ. გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 141-ე მუხლით). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.