გრიგოლ  ვაშაძეს სომხები პრეტენზიებს წაუყენებენ

გრიგოლ ვაშაძეს სომხები პრეტენზიებს წაუყენებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გროგოლ ვაშაძე ერევანში იმყოფება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის სომხეთის პირველ პირებს შეხვდება.

სომეხი დეპუტატი შირაკ ტოროსიანი თავის ხელისუფლებისგან მტკიცე პოზიციის დაკავებას ითხოვს.

მისი თქმით. ოფიციალურმა ერევანმა უნდა გაარკვიოს, რის საფუძველზე აპირებენ ქართველები ლარსის ჩაკეტვას. ტოროსიანი თავისიანებს ურჩევს, არ დაუჯერონ ვაშაძეს. რადგან ის იტყვის, რომ ლარსის ჩაკეტვა ხელისუფლების პოზიცია არ არის.

დეპუტატი თავის ხელისუფლებას ვაშაძისთვის პრეტენზიების წაყენებასაც სთხოვს. მისი თქმით, დროა, საქართველომ იქ მცხოვრები სომხების უფლებების დარღვევას თავი დაანებოს.