ფრანგული კინოს ლეგენდა ჟან-ლუი ტრენტინიანი 91 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ, მარიამ ჰეპფნერმა დაადასტურა.
მსოფლიო აღიარება ჟან-ლუი ტრენტინიანს ფილმებმა „კონფორმისტი“ და „ქალი და მამაკაცი“ მოუტანა.