კანადაში, ბრიტანულ კოლუმბიაში თახვი 15 ქალაქში ელექტროენერგიის, ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის გამორთვის მიზეზი გახდა. ამის შესახებ CTV News-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ თახვმა დაღრღნა ხე, რომელიც წაიქცა და სადენებს დაეცა. შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, რადგან სადენები ჭაობთან იყო გაყვანილი და მათთან მისვლა მეხანძრეებისთვის რთული აღმოჩნდა.
ელექტროენერგია და ინტერნეტი ქალაქებში მხოლოდ 8 საათის შემდეგ აღდგა.