„2008 წელს მაშინდელმა ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა, დღევანდელი ოპოზიციაში ამ პროცესში ტონის მიმცემი, იქნება „ნაციონალური მოძრაობა“

„2008 წელს მაშინდელმა ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა, დღევანდელი ოპოზიციაში ამ პროცესში ტონის მიმცემი, იქნება „ნაციონალური მოძრაობა“

ოპოზიციის ნაწილი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ უნდა დააზიანოს და ქვეყნისთვის მტრული განცხადებები დროებით მაინც უნდა შეარბილოს. როგორც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, 24 ივნისამდე მაინც უნდა გამოცხადდეს სიწყნარე, მორატორიუმი, ერთმანეთის ლანძღვა უნდა შეწყდეს და დროებით უნდა შენელდნენ.

„პარლამენტში ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ჯობია, გაჩუმდე 24 ივნისამდე... უნდა გავჩუმდეთ, არ დავაზიანოთ ეს პროცესი, ეს მომენტი კიდევ როდის დადგება? ეს ხომ უკრაინამ დააჩქარა?“, - ამბობს ელისაშვილი.

ისტორიულ იდეალზე როცა საუბრობენ, ახსენებენ 1917 წელს, როცა 19 ნოემბერს შეიკრიბა საქართველოს ეროვნული ყრილობა, იმ დროს ერთმანეთის გვერდით დასხდნენ, ერთი მხრივ, ყოფილი მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატები, მეორე მხრივ, ეროვნულ დემოკრატიული პარტიები (სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები, ესერები და სხვები). მათ აღადგინეს საქართველოს დამოუკიდებლობა, შექმნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს ყველაფერი მოახერხეს ეროვნული პროგრამის ერთობლივად შემუშავების ხარჯზე.

რამდენად მოხერხდება დღევანდელ ვითარებაში 24 ივნისამდე მორატორიუმის დაცვა და ოპოზიციური ვნებების მოთოკვა?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საეჭვოა, მორატორიუმი 24 ივნისამდე მოხერხდეს, თუმცა ნამდვილად სასურველია, მორატორიუმი გამოაცხადდეს. პოლიტოლოგის აზრით, იმისთვის, რომ დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს თავს არ დაესხან, მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს თავად „ნაციონალური მოძრაობა“.

„ახლო წარსულიდან მინდა გავიხსენო მაგალითი, 2008 წელს, აგვისტოს ომის მოვლენების დროს, ოპოზიცია საერთოდ გაჩერდა, რადგან პრობლემური ვითარება შეიქმნა, ვგულისხმობ ცხინვალში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას. მაშინ ოპოზიციამ, ფაქტობრივად, მორატორიუმი გამოაცხადა და ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აღარ ისმოდა. მაშინდელმა ოპოზიციამ ეს შეძლო, დღევანდელი ოპოზიცია შეძლებს თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ტონის მიმცემი ამ პროცესში, რა თქმა უნდა, იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ამავდროულად, პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ხელისუფლებაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. თუ ხელისუფლება ისეთ ტონალობაში გააგრძელებს საუბარს, რაც კობახიძის გამოსვლაში იგრძნობა, მაშინ არაფერი შეიცვლება.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არაფერ შუაში არ არის მორატორიუმი, დაუჭამიათ პოლიტიკოსებს ერთმანეთი, მთავარია, რომ აქ პოლიტიკოსებზე არცაა საუბარი, საუბარია ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, რაც თითოეულ მოქალაქეს ეხება და არა „ნაციონალებს“, ან „ქართულ ოცნებას“.

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს ჩვენს საზოგადოებას ეხება, რომელსაც საზარბაზნე ხორცად გადაქცევას უპირებენ. რაში მაინტერესებს, ელისაშვილი 24 ივნისამდე ვისთან იკამათებს და ვისთან არა?! თავში ქვა უხლია ყველა პოლიტიკოსს, რა შუაშია აქ პოლიტიკოსთა ჭიდილი, შეურაცხყოფა ერთმანეთის მიმართ? პოლიტიკოსები გინდა გაჩერდნენ, გინდა, ნუ გაჩერდებიან, ხალხი არ უნდა გაჩერდეს და ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს, ბოდიში მოიხადოს ევროპარლამენტმა ჩვენს წინაშე. აქ მთავარია, რომ ჩვენს ქვეყანას ეხებიან, ანადგურებენ, ცლიან ქართველებისგან, მათი მიზანია საქართველო ქართველების გარეშე. ჯერ ერთი, რა არის ეს ასოცირების წევრობის კანდიდატობა? არაფერი არ არის, 30 წელზე მეტია, თურქეთი წევრობას ელოდება და ეს სტატუსი რომ აქვს, რაიმე შეღავათი აქვს? - არანაირი“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

dimpi ანტინაციონალური
ანტინაციონალური
ანტინაციონალური - რა ნახეთ მაგ სექტაში ნაციონალური?
ანტინაციონალური, ანტიქართული, ანტიადამიანური და ანტი ჰუმანური ინკვიზიტორების სექტაა
1 წლის უკან
dimpi იმეორეთ ეხლა ნაციონალური და ისევე დისკრედიტაცია ჩაუტაერთ მართლა ნაციონალურს როგორც ქართულს უტარებთ დისკრედიტაციას უცხო სიტყვების(ბულინგი და მისთანები) ჩაკვეხებით
1 წლის უკან
dimpi აბა ჰე
1 წლის უკან
dimpi შეგრცხვეთ მაინც ჟურნალისტებო, მაც-სექტამ მოსვლისთანავე დაანგრია ნამდვილი ჟურნალისტების ის მცირე წარმონაქმნი რომელიც შეიქმნა შევარდნაძის დამყაყებულ ბოლო პერიოდში
1 წლის უკან
Maverick dimpi, გეთანხმები!
შევარდნაძემ კი შექმნა, წინაპირობა, სხვათაშორის, სასამართლოს დამოუკიდებლობისიც!, მაგრამ თავად ჟურნალისტების უმრავლესობამ ვერ შეინარჩუნა, ნაცმოძრაობის მწვანე დოლარებზე გაიყიდნენ და ნიშმაკ I დაღამაშენებელმა გაყიდულებს წარმატებით ახადა ნამუსი!
1 წლის უკან