ბოლო პერიოდში ტვიტერსა და ტიკტოკზე ზენდეიას ორსულობის შესახებ უამრავი პოსტი გამოქვეყნდა, იმის მიუხედავად, რომ თავად მსახიობს ამ ფაქტის შესახებ არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია. იმის გარკვევა უკვე რთულია, თუ რატომ დაიწყეს ადამიანებმა ამ თემაზე ჭორების გავრცელება, თუმცა ზენდეიას შესაძლო ორსულობის შესახებ უამრავი ვიდეო და ტიკტოკი გადაიღეს.
მართალია, ზენდეია დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად იყო და ორსულობის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე კომენტარს არ აკეთებდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, რომ ამ ამბავს გამოხმაურებოდა. მან ჭორების შესახებ ინსტაგრამის სთორებში შემდეგი კომენტარი დაწერა: "ახლა ხომ ხედავთ, თუ რატომ არ ვიყენებ ტვიტერს. ყოველკვირეულად უმიზეზოდ სხვადასხვა რამეს იგონებენ".
გარდა ამ მოკლე კომენტარისა, ზენდეია ორსულობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს სხვა მხრივ არ გამოხმაურებია. მსახიობმა თავის გულშემატკივრებს შეატყობინა, რომ ახალ ფილმზე მუშაობას ისევ აგრძელებს. ფილმს Challengers ჰქვია, რომელშიც ზენდეია ჩოგბურთის მწვრთნელის როლს თამაშობს. სცენარის მიხედვით, ზენდეიას ერთ-ერთ ყოფილ შეყვარებულთან მის ამჟამინდელ ქმარს შეჯიბრი უწევს, რაც მაყურებლისთვის უკვე დამაინტრიგებელია.
"ტვიტერი მეზიზღება, რადგან აქ ვზივარ და ვემზადები, რათა ზენდეიას იმ ბავშვზე ორსულობა მივულოცო, რომელიც არ არსებობს", — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი გავრცელებული ჭორების შესახებ.