ემბერ ჰერდმა განაცხადა, რომ ჯონი დეპი ისევ უყვარს და იცის, რომ „იდეალური მსხვერპლი“ არ არის

ემბერ ჰერდმა განაცხადა, რომ ჯონი დეპი ისევ უყვარს და იცის, რომ „იდეალური მსხვერპლი“ არ არის

ემბერ ჰერდმა აღიარა, რომ ჯონი დეპი ისევ უყვარს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, შესაბამისი განცხადება მსახიობმა NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. წამყვანის კითხვაზე „აქვს თუ არა მას სიყვარულის გრძნობა დეპისადმი სასამართლო პროცესის შემდეგ ჰერდმა დადებითი პასუხი გსცა.

„მე ის მიყვარს. მთელი გულით მიყვარდა. და ყველანაირად ვცდილობდი ამ ურთიერთობის გამოსწორებას, თუმცა ვერ შევძელი. მისთვის ცუდი არ მინდა. ვიცი, შეიძლება ეს რთული გასაგები იყოს. ან მარტივი, თუ ოდესმე ვინმე გყვარებიათ“, - განაცხადა მან.

ჰერდმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის უდიდესი ნაწილი სოციალურ მედიაში გაიმართა და დეპის მხარდამჭერების მხრიდან მისდამი უარყოფით დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი. „მესმის, კარგი მსხვეერპლი არ ვარ, იდეალური მსხვერპლი არ ვარ“, - განაცხადა მსახიობმა.

1-ელ ივნისს, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ჯონი დეპმა კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარი და საჯარიმო ზარალის სახით 5 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ჯონი დეპს საჩივრის ყველა პუნქტი არ დაუკმაყოფილეს და მან კომპენსაციის სახით ემბერ ჰერდს 2 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.