„20 ივნისის საპროტესტო აქცია მიმართვა უნდა იყოს, რომ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება არაფრის მომტანი“ 

„20 ივნისის საპროტესტო აქცია მიმართვა უნდა იყოს, რომ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება არაფრის მომტანი“ 

„ეს არა თუ საპროტესტო აქცია, არამედ ერთგვარი მიმართვა უნდა იყოს დასავლეთის სახელმწიფოების მისამართით, ევროპარლამენტისადმი, რომ მოგვანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში 20 ივნისს დაანონსებული აქცია. 

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ეს აქცია არ უნდა იყოს პოლიტიკური, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამითქართულ ოცნებასერთი მხრივ, დისკომფორტი უნდა შეუქმნან, თუმცა, მეორე მხრივ, დასავლეთს დაანახონ, რომ მათ უნდათ ევროპა და დამოუკიდებლობა. თქვენ პირადად, რას ელოდებით ამ აქციის შედეგად, რას ვაჩვენებთ დასავლეთს და რეალურად, რას დაინახავს ის?

- ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ და როგორ უნდათ. თუ აზრთა სხვადასხვაობაა, ამ ქალაქში არის სხვა ადგილები და სხვა დღეები, თუკი აქციის გამართვა უნდათ, შეუძლიათ ასე გამართონ, თუ ერთ აზრზე ვერ თანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება უფრო „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი, ვიდრე ოპოზიციისთვის.

ეს არა თუ საპროტესტო აქცია, არამედ ერთგვარი მიმართვა უნდა იყოს დასავლეთის სახელმწიფოების მისამართით, ევროპარლამენტისადმი, რომ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი. თუ ასეთი სახე ექნება, ეს იქნება ნორმალური, თუ ამ აქციაზე უნდა წამოიჭრას ყველა პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს ან არ არსებობს, ეს იქნება არაფრის მომტანი, უფრო იქნება ყველაფრის მომტანი „ქართული ოცნებისთვის“.

რამდენად სწორია ამ აქციის გამართვა ახლა?

- საერთოდ, 20 ივნისს აქციის დანიშვნა, როდესაც 3-4 დღეში ველოდებით გადაწყვეტილებას, მაინც არასწორი ნაბიჯია ოპოზიციის მხრიდან. მით უმეტეს, თუკი ოპოზიცია გეგმავს, რომ თუ საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, საპროტესტო აქცია გამართოს, მაშინ ეს აქცია არის აბსოლუტურად ზედმეტი აქცია.

კარგი იქნება, თუ ეს ხალხმრავალი იქნება და ასევე, იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ მოწოდების სახეს მიიღებს, რომ მოგვანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუ ამ ყველაფერში ჩაერთვება პოლიტპატიმრები, მედია და ა.შ. ეს იქნება ჩვეულებრივ პარტიული აქცია და მეტი არაფერი“. 

ვისმენთ ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთბრალდებებს: მაგალითად, ხელისუფლებას არ უნდა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იგივე ბრალდება ისმის ქართული ოცნების მხრიდანაც. რეალურად, ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, თუკი ჩვენ მართლაც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?

- რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ თუ ამ სტატუსს ვერ მივიღებთ, ეს არის ხელისუფლების დამსახურება. ისრების გადატანა, რომ ოპოზიცია თურმე ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა, გამორიცხულია. თუ 300 ევროპარლამენტარიდან სულ ყველა მოსყიდული ჰყავს ოპოზიციას, ანეკდოტურ სიტუაციამდე დავდივართ. საქართველოს ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები ევროპას ასწავლიან ევროპულ ღირებულებებს? რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს?!

ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკას დასავლეთის მისამართით. ასევე, მიღებულ იქნება რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ პირადად, რისი მოლოდინი გაქვთ?

- ხელისუფლების მხრიდან არა მარტო კრიტიკა, უსაფუძვლო ბრალდებები ისმის - ვასწავლით რა ღირებულებები აქვს დასავლეთს. რაც შეეხება რეზოლიციას, თუ ივანიშვილის პათოსს მოვხსნით, იქ ახალი არაფერი არ არის, რაც აქამდე არ უთქვამთ საქართველოს ხელისუფლებისთვის. ომი არ არის საჭირო, რომ ეს სტატუსი მივიღოთ, როგორც ღარიბაშვილმა თქვა, უბრალოდ პოზიციის მკვეთრად დაფიქსირება და სხვაგვარი ტონალობის შერჩევაა საჭირო.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ამის ალბათობა ძალიან მაღალია და ეს იქნება ძალიან სწორი პოლიტიკური ნაბიჯი ევროპის მხრიდან. ცუდი პერიოდი დაემთხვა, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, ერთიანობაში რაღაც ბზარები გაჩნდა და რუსეთის სახის შენარჩუნებაზეა საუბარი და ამ სახის შენარჩუნებაში ჩვენ არ მოვყვეთ, ეს პრობლემაც არის. თუმცა, მგონია, რომ ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს და იმ დათქმებით, რაც რეზოლუციაში იყო, მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სახელის გაჟღერებამ გამოიწვიაქართული ოცნებისლიდერების მხრიდან ეს გამძაფრებული კრიტიკა, რაც ბოლო პერიოდში გვესმის? მსგავსი რიტორიკა აქამდე არ ყოფილა დასავლეთის მისამართით. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?

- ზოგადად, ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ. წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხიდან მოითხოვს, რომ ხალხი გამოვიდეს და ქუჩიდან გაათავისუფლონ. მეორე გუნდი ხმამაღლა არა, მაგრამ ითხოვს, რომ ხალხი გამოვიდეს და ივანიშვილის მილიარდები დაიცვას.

დასავლეთს კი არ აკრიტიკებს ეს ხალხი რეალურად, ესენი ერთგულებას უმტკიცებენ ივანიშვილს. მთელი პარტიის ჯგუფსა და მხარდამჭერებს დიდად არ ანაღვლებთ ივანიშვილი და მისი მილიარდები, თუმცა მშვენივრად იციან, რომ ივანიშვილის დამსახურებაა, ისინი იმ სავარძლებში რომ სხედან, რომელშიც არიან. ამიტომ ცდილობენ ერთგულება დაუმტკიცონ ივანიშვილს და ლამის სახალხო მოძრაობა დაიწყონ, ეს არის ამ ყველაფრის ძირითადი ლაიტმოტივი, თუმცა, ხმამაღლა ამაზე არ ლაპარაკობენ.

 

dimpi ქემაინც გაგებაში იყოთ კანდიდატობს რაზეც ითხოვთ, კაზინოში ხომ არ გგონიათ თავი წააგოთ 100 ლარი და სახლში წაფრატუნდეთ, სახლში ვეღარ წაფრატუნდებით და თავსაც დაკარგავთ
1 წლის უკან
ლაზი ყველა ლოგიკით და პირველ რიგში ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე ეგ სტატუსი უნდა მოეცათ. მაკრონის განცხადებამ, საქართველო სხვაგან მდებარეობსო, საკითხი დახურა. არგუმენტი მოძებნილია. ისე, პერსპექტივას ღიად დაგვიტოვებენ, ნატოს კარივით.
1 წლის უკან
ლაზი ასეთი ზუსტი პროგნოზი ნოსტრადამუსსაც კი შეშურდებოდა. შინაარსობრივად კი არა, სიტყვებიც გაარტყეს. მგონი მთლად აქედან გადაწერეს.
1 წლის უკან