ბრიტანეთში ევროპის უდიდესი მტაცებელი დინოზავრი აღმოაჩინეს

ბრიტანეთში ევროპის უდიდესი მტაცებელი დინოზავრი აღმოაჩინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა კუნძულ უაითზე ევროპის ყველაზე დიდი მტაცებელი დინოზავრის ნეშტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დინოზავრი 125 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, მისი სხეულის სიგრძე კი 10 მეტრს აღემატებოდა. ცხოველი 2 თათზე დადიოდა, ნიანგის მსგავსი სახე ჰქონდა და სპინოზავრიდთა სახეობას მიეკუთვნებოდა.

ამ ეტაპზე პალეონტოლოგებმა დინოზავრის მენჯისა და კუდის მალების ნამარხი ნაშთები იპოვეს. მათ იმედი აქვთ, რომ მალე ნეშტის სხვა ფრაგმენტებსაც იპოვიან და ოფიციალურად ცხოველს სახელს მხოლოდ ამის შემდეგ შეურჩევენ.