მას შემდეგ, რაც ჯონი დეპმა ემბერ ჰერდის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სასამართლო პროცესი მოიგო, უცხოური მედია აქტიურად წერს, რომ დეპი ყოფილ მეუღლისგან თანხის აღებას არ გეგმავს.
ამ ინფორმაციას დეპის ადვოკატის განცხადება ამყარებს.
„დეპმა უკვე განაცხადა სასამართლოში, რომ საქმე არასდროს ყოფილა ფულში. საუბარი იყო მისი რეპუტაციის აღდგენაზე, რასაც მიაღწია. ექვსი წლის შემდეგ, მან საკუთარი ცხოვრება დაიბრუნა“, - ამბობს უფლებადამცველი.
1-ელ ივნისს, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ჯონი დეპმა კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარი და საჯარიმო ზარალის სახით 5 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ჯონი დეპს საჩივრის ყველა პუნქტი არ დაუკმაყოფილეს და მან კომპენსაციის სახით ემბერ ჰერდს 2 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.