ბრიტანეთში რბოლა „ადამიანი ცხენის წინააღმდეგ“ მეხანძრემ მოიგო

ბრიტანეთში რბოლა „ადამიანი ცხენის წინააღმდეგ“ მეხანძრემ მოიგო

37 წლის მეხანძრემ ბრიტანეთში ყოველწლიური რბოლა „ადამიანი ცხენის წინააღმდეგ“ მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რბოლა ტრადიციულად უელსში გაიმართა. რიკი ლაიტფუტმა 36-კილომეტრიანი დისტანცია 2 საათსა და 22 წუთში დაფარა და 1000 მორბენალსა და 50 ცხენს აჯობა. თუმცა ფინიშის ხაზის გადაკვეთისას კაცი თავის გამარჯვებაში დარწმუნებული არ იყო, რადგან ადამიანები და ცხოველები ოდნავ განსხვავებული მარშრუტით მოძრაობენ. მოგვიანებით მან ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ რბოლამდე 29 საათი არ უძინია, რადგან უელსში ტენერიფედან ჩავიდა.

რბოლა „ადამიანი ცხენის წიინააღმდეგ“ 1980 წლიდან ტარდება და ეს ადამიანის გამარჯვების მხოლოდ მესამე შემთხვევაა. პირველად ადამიანმა ცხენებს 2004 წელს აჯობა, ბოლოს კი ეს 2007 წელს მოხდა. გამარჯვებისთვის ლაიტფუტმა 3 500 ფუნტი მიიღო.