„როგორ გაბედეს ევროპარლამენტარებმა ასეთი ტონალობით საუბარი და ამდენი ტყუილის ჩაწერა რეზოლუციაში? კოლონიაა ჩვენი ქვეყანა და 80%-იც მათი დაპყრობილია?!“

„როგორ გაბედეს ევროპარლამენტარებმა ასეთი ტონალობით საუბარი და ამდენი ტყუილის ჩაწერა რეზოლუციაში? კოლონიაა ჩვენი ქვეყანა და 80%-იც მათი დაპყრობილია?!“

„საბჭოთა კავშირი არ გვინდოდა და დისიდენტები საბჭოთა კავშირს ვებრძოდით, რომ იქ ადამიანის უფლებები და ღირებულებები ილახებოდა. ზუსტად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საკუთარი თვალით ნახეს დასავლეთის ქვეყნების ელჩებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ამ ყველაფერს ჩადიოდა „ნაცხროვა“ და ამ ყველაფრის მერე ისევ იძახიან, რომ ის კარგი მმართველობა იყო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

ევროპარლამენტარების რეზოლუცია ჩვენს ქვეყანაში აღიქვეს, როგორც მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. ჩვენმა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ეს იყო უფრო ნაცმოძრაობის რეზოლუცია, ვიდრე ევროპარლამენტართა რეზოლუცია. რატომ იჩენენ ევროპარლამენტარები იმაზე მეტ სიხისტეს ახლანდელი ხელისუფლების მიმართ მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმის დროს შეუმჩნეველი რჩებოდათ ადამიანის უფლებათა შელახვა საქართველოში?

- თავისი რეზოლუციით ევროპარლამენტმა ჩამოიხსნა ნიღაბი. თუ ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით, რომ „ნაცმოძრაობა“ იდგა ამის უკან და მათ ჰყავდათ ევროპარლამენტში ერთეული ადამიანები ლობისტებად, ახლა გაჩნდა ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილა სწორედ იმ დასავლური დაჯგუფების სახე, რომელიც ჩვენ ომისკენ მოგვიწოდებს. ეს დაჯგუფება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამუშავებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების საწინაღმდეგოდ. ეს ძალიან მკაფიო გახდა ახლა. უპირველეს ყოვლისა, ენა, რომელი ენითაც ევროპარლამენტარები საუბრობენ რეზოლუციის ტექსტით, არ არის არც დიპლომატიის ენა, არც პარტნიორი ქვეყნის ენა, ეს გახლავთ კოლონიზატორის ენა თავისი დაპყრობილი კოლონიის მიმართ. სხვათა შორის, კოლონიზატორისთვისაც კი სამარცხვინო იყო, რაც მათ ჯერ ტყუილები ილაპარაკეს თუნდაც მხოლოდ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თითქოს ის ცემის შედეგად დაიღუპა. ამ დროს მთელმა საქართველომ იცის სიმართლე და ევროპარლამენტის ასეთი ტყუილი ქართველ ხალხში ნათელს ხდის იმას, რომ ისინი სიცრუეს და უსინდისობასაც კი კადრულობენ თავიანთი ინტერესების მისაღწევად, ეს ძალიან ცუდი მესიჯია და მკაფიო მესიჯია ქართველი ხალხისთვის, გადახედოს იმ პოზიციას, რა პოზიციაც აქამდე გვქონდა, რომ გვინდოდა ევროპაში. თუ ესენი ასეთი ცბიერები არიან, თუ ასეთი ძალადობრივი ფორმებით ცდილობენ, ხელისუფლება შეცვალონ და ამის წახალისებას ახდენენ, თუ საუბრობენ, რომ ის ცხრაწლიანი რეჟიმი ყოფილა კარგი მმართველობა და ახლა არის ცუდი მმართველობა, მაშინ სიმართლე რაღაა?! ისინი გვეუბნებიან, რომ ის მმართველობა, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი სიცოცხლის ფასად განდევნა პოლიტიკიდან არჩევნების გზით, თურმე კარგი მმართველობა იყო. თურმე თვალთვალი, მიყურადება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კარგი ყოფილა. ზუსტად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ამ ქვეყნების ელჩებმა საკუთარი თვალით ნახეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ამას ჩადიოდა „ნაცხროვა“, ამ ყველაფერს ისინი ხედავდნენ, ამის მიუხედავად, კიდევ იძახიან, რომ ეს კარგი მმართველობა იყო. ახლა უკვე ნათელია, რომ ამათ ჩვენი ქვეყნის სიკეთე და დემოკრატია კი არ აინტერესებთ, არამედ სურთ, თავიანთი მართული ძალა ჰყავდეთ საქართველოს ხელისუფლებაში. ეს არის ენა, რომლითაც „ნაცმოძრაობა“ საუბრობს ქვეყანაში, ფაქტობრივად, მოხდა ნიღბის ჩამოხსნა და მათი გაშიფვრა, რომ აქ არის მათი აგენტურა, ლომჯარია იქნება, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იქნებიან, პრეზიდენტი იქნება, თუ ვინ, მთავარია, მათი პოზიცია გაიზიარონ, რომ საქართველო ომში უნდა ჩაითრიონ და ქართველი ხალხი გაანადგურონ. ესენი საქართველოს დაუძინებელი მტრები არიან, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ამაზე მეტი მტრობა არ არსებობს, როცა გვეუბნებიან, რომ დავუპირისპირდეთ 140-მილიონიან ქვეყანას - რუსეთს, რომელიც შეიარაღებით ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. ეს ნიშნავს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი საზარბაზნე ხორცად უნდათ გამოიყენონ იმის გამო, რომ რუსეთს უბწკინონ და წარმოაჩინონ ერთი შტრიხი, თურმე რა ცუდი ყოფილა რუსეთი. ამისთვის გვეუბნებიან, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა, უნდა გადავშენდეთ.

ფიქრობთ, რომ შემთხვევითი არ არის ნინო ლომჯარიას წამოცდენა - „შეიძლება, ბომბებისგან მიღებული რაღაც ცეცხლი სჯობდეს სირცხვილს“?

- რა თქმა უნდა, ეს არის აგენტურა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ძალების, რომლებიც ახორციელებენ პროექტს „საქართველო ქართველების გარეშე“. მათ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და არა აქ მცხოვრები ხალხი.

ევროპარლამენტართა ამ რეზოლუციის შემდეგ უკვე გაჩნდა ევროსკეპტიკური მოწოდებები პრემიერის მიმართ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით ეტანილი დამამცირებელი განცხადება უკანვე გამოიტანოს. რა მოგვიტანა ევროპამ, როცა ისტორიულად დახმარებას ვითხოვდით მისგან და რას გვთავაზობს ახლა? ხომ არ ვიჩქარეთ ევროკავშირში განცხადების შეტანა, რასაც 2024 წლისთვის ვგეგმავდით?

- ჩვენი ისტორია ცხადყოფს, რომ როდესაც ჩვენ ვაკეთებდით არჩევანს რუსეთის სასარგებლოდ, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ დანარჩენი მსოფლიო, ანუ ევროპა, დასავლეთი, ფაქტობრივად, უარს გვეუბნებოდა დახმარებაზე და იძულებულნი ვიყავით რუსეთს შევერთებოდით. დღეს ვიღაცების სალაპარაკო გახდა მეფე ერეკლე, მათ არც მორალური, არც არანაირი უფლება არ აქვთ, ისაუბრონ ადამიანზე, რომელმაც თავი შესწირა საკუთარ ქვეყანას. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული ქმედება, რომ ორი უბედურებიდან მეფე ერეკლემ აირჩია ერთი, რომელიც იმ მომენტში იყო საქართველოს ფიზიკური გადამრჩენი. ეს არჩევანი გაკეთდა გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე, ასე იყო ყოველთვის, ორ ბოროტებას შორის კეთდებოდა არჩევანი. დღესაც, რასაც ევროპა აკეთებს, სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ჩვენ მიგვდენის რუსეთისკენ. როდესაც გვეუბნებიან, ფულს გიხდიდით იმიტომ, რომ როცა დაგვჭირდებოდა, უნდა ქცეულიყავით საზარბაზნე ხორცად, ეს თვით კომუნისტებსაც არ უკადრებიათ და საბჭოთა კავშირის დროსაც არ უთქვამთ ასეთი რამ. ამაზე მეტი სიძულვილის ენა რა შეიძლება იყოს, როცა გვეუბნებიან, რომ უნდა ვიქცეთ საზარბაზნე ხორცად?! თვითონ შეუქმნან პრობლემები რუსეთს, ათასჯერ ჩვენზე მეტი შესაძლებლობაც აქვთ და რაოდენობრივადაც ამერიკა თუ ევროპის ქვეყნები ჭარბობს საქართველოს. რაღა საქართველოს გადაეკიდნენ, წავიდნენ, თვითონ იომონ, გვაჩვენონ, როგორ იბრძვიან და მერე ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ევროპარლამენტართა ასეთი განწყობა ხომ არ არის ქართული ოცნების ლიდერშიპის ძველბიჭური საუბრის გამოძახილი, როგორც ამაზე ოპოზიცია აპელირებს?

-რომელი ძველბიჭური საუბარი? როცა უნდათ, „ნაციონალები“ ორ შაურად აგინებენ ევროპელებს, ელჩებს და მათ წარმომადგენლებს. იგივე გვარამია რა ტონალობაში ლაპარაკობდა! ხომ ხედავთ, გვარამიას დაპატიმრება თურმე მედიის დამოუკიდებლობის ხელყოფა ყოფილა. რომელი მედია და რომელი ჟურნალისტი გვარამიაა, როცა სისხლიანი რეჟიმის პროკურორი იყო? აქ მთავარია მათი ინტერესი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ჰყავდეთ ყურმოჭრილი მონები, რომლებიც მათ შეკვეთას შეასრულებენ, ამ შემთხვევაში, ყველაზე მთავარი შეკვეთა იყო საზარბაზნე ხორცად ჩვენი გადაქცევა. აქ მთავარია, როგორ გაბედეს ასეთი ტონალობით საუბარი, როგორ გაბედეს ამდენი ტყუილის ჩაწერა რეზოლუციის ტექსტში, რომელიც მათი სახელით უნდა გავრცელებულიყო საქართველოში? ამაზე უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებამ პასუხი ევროპარლამენტს. საბჭოთა კავშირი არ გვინდოდა და დისიდენტები საბჭოთა კავშირს ვებრძოდით, რომ იქ ადამიანის უფლებები და ღირებულებები ილახებოდა, ახლა მეორე კავშირი გვინდა, რომელიც კიდევ უარეს რამეს უქადის ქვეყანას, ვიდრე საბჭოთა კავშირი უქადდა? ამიტომ უნდა გავერკვეთ, სად მივდივართ, ვისთან და როგორ ურთიერთობებში? განა საკმარისი არ არის, ჩვენი ქვეყნის 20% რომ არის ოკუპირებული? ახლა 80%-ის ოკუპირებას აპირებენ? გვეუბნებიან, შენი კანონი კი არ უნდა მუშაობდეს ამ ტერიტორიაზე, არამედ - ჩემი ნება. ე.ი. კოლონიაა ჩვენი ქვეყანა? ჩვენი ტერიტორიების 80% მათი მხრიდან დაპყრობილია?

amo ხომ არ იჩქარეთ ქ-ნო ნანა დისიტენტებმა?
1 წლის უკან
trampi არის ..... არის.......... რააა ეჭვი გეპარებააა??
1 წლის უკან
trampi დაჟე ზოგზოგ აქაურებსაც კი,,...... ევროპა ჩვენი მშველელი ეგონათ....
არადა სუ ვკითხულობდი რუსის ტრაკში სუნი არ ვარგა და ევროპის ტრაკში ფრანგული დუხის სუნია მეთქიიი?/
იმიტომაც გავიძახოდი ქუნემ კოლუმბი მეთქი....
ისე კი ამ ევროებმა ამ რეზოლუციით კაი მაგარი საქმე გაგვიკეთეს, ყველა ოპტომ დაააფრთხეს ვინც კი ევროპისკენ იყო მიდრეკილ --მოდრეკილი..........ამათ რეზოლუციასთან შედარებით ჩემი ძახილი სპილოზე კოღოს ნაკბენივით იყო.... ძალიან პატარა შედეგს იძლეოდა
ამათ კი უცებ გამოაღვიძეს ეს ხალხი და უცებ ყველას ოპტომ დააწყებინეს ქუნემ კოლუმბის ძახილი ..
მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს---- მოგვცემენ კანდიდატობას --რო დაინახავენ საქართველო ხელიდან გვეცლებაო, მაგით დაგვაბამენ--მიგვიბამენ უკანალზე....
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მართალი ხარ პაპა! მახსოვს 2012 წელში გითხარი, ეს ევროპა კი მაგრამ ძია სემი მაინც დემოკრატიის ბასტიონია, არ გაგვწირავს -თქო! მაშინ ცოტა ხნით კი დადგნენ სწორ პოზიციაზე (დღემდე არ ვიცი რატომ/!), მაგრამ მერე 100 გზის ჭამეს დიდი ჩამჩით გვარამიას და სააკაშვილის მირთმეული ქაქი, კანდელაკისაც, სამადაშვილისაც.... ფუი!!!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მოვუწოდებ ქართველ კაცს, ... ჰოი კახელნო, ნამდვილ ქართველნო.....ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ირაკლის, ირაკლი კობახიძესაც მოვუწოდებ, გინდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? - ვიცი რომ გინდათ! მაშინ იმოქმედეთ სანამ გვიან არ არის, გაბედეთ და გამოიტანეთ ის სამარცხვინო თხოვნა - განაცხადი, რომელიც შეიტანეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოსაპოვებლად! თქვენც ხომ იცით, ჩემზე კარგად იცით, რომ ეს კანდიდატობა რომც მოგვანიჭონ სასიკეთოს არაფერს მოგვცემს! პირიქით კი, იცოცხლე წამოვა მითითებები, რეზოლუციები, შესწორებები, კონსტიტუციას ტავზე დაგვახევენ, მოსამართლეებს და პროკურორებს თითონ დაგვინიშნავენ, სკოლაში ლგბტ მასწავლებლებს შეგვაყვნინებენ, ლგბტ პარადს ყოველ კვარტალში ცაატარებენ ყველა ეკლესიის წინ. და რაც მთავრია რუსეთთან ომს დაგვაწყებინებენ თითქოს და ტერიტორიული თლიანობის აღდგენის მიზნით! დამიჯერეთ, გამოიტანეთ ის განცხადება, საკმარისზე მეტი მიზეზი გაქვთ, დღევანდელ ხელისუფლებას, სასამართლოს, პროკურატურას, ჩვენ თქვენს ამომრჩევლებს, ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას თავზე დაგვა--ს!!! ნუთუ ამას ვერ ხვდებით?! ვიცი ხვდებით, ჰოდა გამოიტანეთ, გამოიწვიეთ.... სანამ დროა. რატომაა ახლა დრო?! იმიტომ, რომ რუსეთი ამას ძალიან დაგვიფასებს, რუსეთისათვის ჩვენისთანა მოკეთე და მეგობარი სხვა არ იქნება არც წარსულში და არც მომავალში!
საქართველოს საგარეო პოლიტიკა კარდინალურად გადასახედია. რუსეთი ახლა ისეთ ვითარებაშია, რომ თუ საქართველო გაურიგდება რუსეთს და საქართველოდან დაითხოვს კოლექტიურ დასავლეთს , შესაბამისად ნატოს, სანაცვლოდ რუსეთისაგან მომენტალურად, ხაზს ვუსვამ 1-2 თვის განმავლობაში, მივიღებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ფედერალური მოწყობის პირობებში! ფედერაცია კონფედერაცია არ არის! თვითონ რუსეთში ფედერაციული მოწყობაა! უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთმა აღიარების გაუქმების სანაცვლოდ აფხაზ და ოს სეპარატისტებსაც რაღაც კომპრომისული უნდა შესთავაზოს! ახლა სხავ რამე შეთავაზების შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ! თუ ამ ისტორიულ მომენტს ხელიდან გავუშვებთ, კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს აღარ მოგვეცემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ასეთი რეალური შანსი! თუ ახლა გავატარეთ, ეს ყველაფერი მინიმუმ 20 წელიწადში ნათლად გამოჩნდება, ისე ნათლად, რომ ყველა გაიგებს ჩემი ნათქვამის სიმართლეს, მაგრამ დღსვე თუ არ გადავდგით ასეთი ნაბიჯი მერე უკვე გვიანი იქნება!
1 წლის უკან
trampi უკრაინა მეორე ფრონტის გახსნას ითხოვსო....
ესენი ვერ არიან კარგად ----------ესენი თავს ისულელებენ
დათვსა ხედავდნენ და მაინც დათვის კვალს ეძებდნენო.......
რქები უჩანდა (კაი ხანია)...ქოჩორიც....... ეგე ეხლა ეშმაკმა სახეც დაგვანახა (სხვა რამეც)....და კიდე მასზე იძახით მეგობარიაო ??
როგორ..................... თქვენ მართლა უკრაინის მოთხოვნა გგონიათ მეორე ფრონტის გახსნაააა??
უკრაინას ვინ ეკითხება ბალი ათიშაურიაო? უკრაინა კი არა ამას უკრაინის სახელით ამერიკა ითხოვს, ამერიკა!!!
ვერა ხადააავთ რო უკრაინის ნებისმიერი ჩინოვნიკი, გერმანიისა მთელ მთავრობას(პრეზიდენტს, კანცლერს) შნირებივით ელაპარაკება და ყველას ტრაკში ისმეევს??...
განა ვინააა უკრაინა რო გერმანიას ასე ექცევა?/ ვისი ტრაკიტ, ვისი ტრაკით ატრაკებს ასე??
ან ჩვენგან ელჩის გაწვევა???
ჰოოოოო.......................ესეა, ესე ......... და ეს ყველაფერი თქვენ გადასარევად იცით მაგრამ კულტურულად ნე ვიჟუს აკეთებთ??

ჰოოდა ....................... ჯერ ბოლომდე ხელში არა ვყევართ ჩაგდებულებიო და ეგეთ ამბავში ვყევართ და რომ ჩაგვიგდებეეეეენ.....თქვენ მერე ნახეთ რას გვიზამენ ........პლიუს ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად, ყველას ლგბტ--ებს გაგვხდიან---საცა მოუნდებათ და როცა მოუნდებათ ყველას იქ
და მაშინ გადაგვკუზავენ ( პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით)
1 წლის უკან
ჯარჯი მძიმე, მაგრამ რეალისტური ინტერვიუა. უკვე ისიც გამოჩნდა, რომ დასავლეთი ნიღბის მორგებას და დიპლომატიობანა- დემოკრატობანას თამაშსაც არ კადრულობს და მონობისკენ გვიბიძგებს - ან მათი, ან რუსეთის ( განსხვავება არცაა).
1 წლის უკან
abarava ...ჩვენი ბედისწერა ასეთი ყოფილა....არაფელი შეცვლილა....ურჯულო ურჯულოდ დარჩენილა....ქართველების საომარს არავინ იომებს ...არვინ.....ერეკლე მეფე მოღალარეო.....არადა როგორ გვჭირდება ერეკლეს ნაირი მაულიშვილები....
1 წლის უკან
abarava მოღალატე არ ეკადრებოდა დიდ მეფეს....იმიტომაც მოღალარეო....(შემეშალა უბრალოდ.2012 მერე აქ არ შემოვსულვარ )...ერთმა აქურმა მაშინ მირჩია ბითქოინი იყიდეო...)))..ნეტავი დამეჯერებინა...)))
1 წლის უკან