ჯასტინ ბიბერმა გაამხილა, რომ სახის ნაწილი პარალიზებული აქვს

ჯასტინ ბიბერმა გაამხილა, რომ სახის ნაწილი პარალიზებული აქვს

კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა გაამხილა, რომ რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო სახის ნახევარი პარალიზებული აქვს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი ვიდეო ბიბერმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. მომღერალი აზუსტებს, რომ დაავადების გამო მსოფლიო ტურნეს შეჩერება მოუწია.

„გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ჩემი დაავადება პროგრესირებს“, - აღნიშნავს ბიბერი და ამბობს, რომ ვერ ახელს მარჯვენა თვალს და ვერ იღიმება.

კლინიკა მეიოს მონაცემებით, რამსეი-ჰანტის სინდრომთან დაკავშირებულ სმენის დაკარგვასა და სახის ნერვის პარალიზებას ჩვეულებრივ დროებითი ხასიათი აქვს, მაგრამ შეიძლება დაავადებამ მუდმივი სახე მიიღოს.