ინგლისის აღმოსავლეთ სანაპიროზე სანაპიროსთან სამეფო სამხედრო ხომალდი „გლოსტერი“ აღმოაჩინეს, რომელიც 1682 წელს ჩაიძირა.
როგორც BBC წერს, ფრეგატის ჩაძირვის დროს ბორტზე ინგლისის მომავალი მეფე, იაკობ II იმყოფებოდა, რომლის გადარჩენაც მოხერხდა. საზღვაო ისტორიკოსები აღმოჩენას ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებენ.
ნორფოლკის საგრაფოს სანაპიროსთან ხომალდი მოყვარულმა მყვინთავებმა აღმოაჩინეს. ძმები ჯულიან და ლინკოლნ ბარნველები მამასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად ცნობილ ფრეგატს 4 წლის განმავლობაში ეძებდნენ.