1993 წელს კინოეკრანზე სტივენ სპილბერგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი Jurassic Park (იურიული პერიოდის პარკი) გამოვიდა. ფილმმა, რომელსაც უკვე 29 წელი შეუსრულდა, პოპულარობა მალევე მოიპოვა და მისმა შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, ფილმს მიღებული აქვს ოსკარი ხმის საუკეთესო მიქსისათვის, ხმის საუკეთესო მონტაჟისათვის და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისათვის.
ამ ფილმის მოყვარულებს, ალბათ, კარგად ემახსოვრებათ პირველი ნაწილიდან პატარა გოგო, რომლის როლსაც არიანა რიჩარდსი ასრულებს. პერსონაჟის ეს ცნობილი გიფი კი სოციალურ ქსელებში დღემდე პოპულარულია.
მალე იურიული პერიოდის პარკის ახალი ნაწილი, სახელად Jurassic World: Dominion, გამოვა და ფილმის მსახიობები წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ. მათ შორის არიანა რიჩარდსის იყო, რომელიც უკვე 42 წლისაა. შეიძლება ეს ფაქტი დაუჯერებლად მოგეჩვენოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იურიული პერიოდის პარკის პირველი ნაწილის შემდეგ, რომელშიც არიანა ბავშვ პერსონაჟს თამაშობდა, 29 წელი გავიდა.
არიანა ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია და როგორც ამ პლატფორმიდან ვიგებთ, ის მხატვარი, მსახიობი და დედაა. არიანას 37 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და როგორც ჩანს, გულშემატკივრებისთვის ფოტოების გაზიარებაც ძალიან უყვარს.