„საქართველოს მოსახლეობამ „ნაცმოძრაობას“ უარი უთხრა და დასავლეთი „ნაცმოძრაობის“ არგუმენტებით შენ გეტყვის უარს, გამოდის, დასვლეთი შენს მოსახლეობას არ სცემს პატივს“

„საქართველოს მოსახლეობამ „ნაცმოძრაობას“ უარი უთხრა და დასავლეთი „ნაცმოძრაობის“ არგუმენტებით შენ გეტყვის უარს, გამოდის, დასვლეთი შენს მოსახლეობას არ სცემს პატივს“

„ესენი არიან ევროპარლამენტარები, ევროკავშირი ცალკე სტრუქტურაა. ევროპარლამენტარების ძირითადი საქმიანობა არის პოლიტიკური შეფასებების კეთება და ამაში ეჯობრებიან ხოლმე ერთმანეთს. რეალური პოლიტიკა ევროკავშირს მიჰყავს“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ საქართველოსა და ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკა.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც საუბარია, რომ 2021 წლის 5 ივლისს ულტრამემარჯვენე აქტივისტები ძალადობრივად თავს დაესხნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, მედიის წარმომადგენელსა და მშვიდობიან მომიტინგეს, როდესაც ისინიპრაიდისმარშს აშუქებდნენ, რომელიც საბოლოოდ გაუქმდა. მათი შეფასებით, საქართველოში მედიის მდგომარეობა და ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. რას ნიშნავს თქვენთვის დღეს ეს ყველაფერი, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან ელოდება პასუხს?

- ესენი არიან ევროპარლამენტარები, ევროკავშირი ცალკე სტრუქტურაა. ევროპარლამენტარების ძირითადი საქმიანობა არის პოლიტიკური შეფასებების კეთება და ამაში ეჯობრებიან ხოლმე ერთმანეთს. რეალური პოლიტიკა ევროკავშირს მიჰყავს. სწორედ პოლიტიკური შეჯიბრის შედეგი არის კრიტიკულობა, მით უმეტეს დებატები გაიმართა ისეთ თემაზე, რომელშიც ერთმანეთს სულ ეჯიბრებოდნენ პარლამენტარები, აბა, რომელი უფრო დემოკრატი ვართო და ჰქონდათ განცდა, ვინც უფრო გააკრიტიკებდა საქართველოს, მაგალითად, მედიის საკითხში, ის უფრო დემოკრატი იქნებოდა.

ჩვენ ვიცით, თუ რა მდგომარეობა იყო მედიის კუთხით წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ასეთი კრიტიკა არ ისმოდა, როდესაც ტელევიზიებს არბევდნენ და ვხედავთ, რა მდგომარეობაა დღეს, როდესაც ასეთი კრიტიკა ისმის. ამიტომ, ეს ჩვენთვის არ არის დემოკრატიის დაცვის ნიშანი, უფრო იმის ნიშანია, რომ, როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლება საკმარისად ეფექტურად ისევ ვერ მოქმედებს ამ ასპარეზზე.

თქვენ პირადად, როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი? კანდიდატის სტატუსს მივიღებთ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, თუ როგორც ოპოზიცია ამბობს, ჩვენ ეს შანსი, სავარაუდოდ, ხელიდან გავუშვით?

- ახლახანს გამოქვეყნდა ანგელა მერკელის მოგონებები იმის თაობაზე, რითი ხელმძღვანელობდნენ 2008 წელს, როდესაც უარი უთხრეს ნატო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს. ერთ-ერთ არგუმენტად უთხრეს ის, რომ მაგალითად, უკრაინაში ძალიან მაღალია კორუფცია და ამიტომ, ამ ქვეყანას ვერ მიიღებენ და თუ უკრაინას ვერ მიიღებენ, რადგან ჩვენ ერთ პაკეტში განვიხილებით - მოლდოვა, უკრაინა და საქართველო - ვერც ერთს ვერ მიიღებენ. თუ მაშინ ასეთი პაკეტის პრინციპი იყო გადამწყვეტი, მგონია, რომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს პრინციპი და უფრო მეტი შანსია, რომ ერთნაირი პასუხი გაეცემა სამივე ქვეყანას.

თქვენი აზრით, „ქართული ოცნება“ დასავლეთთან სათანადოდ მუშაობს თუ არა? ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან თითქოს ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპელ პარტნიორებზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას...

- შესაძლოა სწორი იყოს, რომ საკმარისად ვერ მუშაობდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ ჩვენი ამ შთაბეჭდილების უკან რა დგას, არ ვიცით. ბევრი რამის მიმართ ხშირად ვართ რომანტიკულები. რუსეთი ერთმორწმუნე არისო და საქართველო რუსეთზე დიდხანს ორიენტირებული ამიტომ იყო, ერთმორწმუნეობის გამო. ეს რომანტიკული დამოკიდებულებაა და პრაგმატიზმთან ამას საერთო არაფერი აქვს. ანალოგიურად, დემოკრატიაში ჩარევა მიგვაჩნია სწორად, ვისაც ევროპულ სტრუქტურებში სიტყვა ეთქმის. ესეც ხომ არ არის რომანტიკული დამოკიდებულება?! იგივე ხალხი ხმას არ იღებდა იმ დარღვევებზე, რაც მაშინ იყო საქართველოში, რის თაობაზეც მათ უდავოდ ჰქონდათ ინფორმაცია.

და რატომ? რა არის ამის მიზეზი?

- იქნებ ჩვენ ვართ ზედმეტად რომანტიკულები. ეს არის გასარკვევი, რა ინტერესი ამოძრავებდათ მაშინ, სავარაუდოა, რომ - ახლაც. ამაზე პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებას, თუ უნდა მას უღრუბლო გზა. თუ არა და არის მეორე გზაც - შეიძლება ხელისუფლებაც ასე მუშაობს, რომ ეს რეპლიკები უმნიშვნელოდ ჩაითვალოს, ძირითადი მუშაობა მიდიოდეს იმ სტრუქტურებთან და ადამიანებთან, რომლებიც რეალურად იღებენ გადაწყვეტილებას. ამდენად, ამ უმნიშვნელო რეპლიკებზე გულს იფხანს ჩვენთან ოპოზიცია და მოიფხანოს. საბოლოო საქმე სხვანაირი იქნება და ამაზე ზრუნავს ხელისუფლება. ამ ფაქტის იქით შეიძლება სხვადასხვა ვერსიები იყოს.

როგორ ფიქრობთ, ევროკავშირისგან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, რა მოხდება ჩვენთან, საქართველოში? შესაძლოა თუ არა ამას მოჰყვეს საპროტესტო აქციები?

- პირველი განცდა რაც გაჩნდება, ეს არის უსამართლობის განცდა, რადგან თუ დასავლეთი იმეორებს იგივეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოს მოსახლეობამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა. დასავლეთი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტებით შენ გეტყვის უარს, გამოდის, რომ დასვლეთი შენს მოსახლეობას არ სცემს პატივს და შედეგიც იქნება საპასუხო. მაშინ მთლიანი მოსახლეობის რეაქცია დასავლეთზე იქნება ურყოფითი. ამით გაკეთდება რუსეთის საქმე. ეს უკვე თქვეს „ქართული ოცნებიდან,“ თუკი დასავლეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ამით საქართველოში რუსეთის გავლენა გაძლიერდება, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მიმართ სიმპათია მაინც.

 

amo დიმიტრი ხუნდაძე - თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!
ა კაცი!
1 წლის უკან
ლაზი თუ იმ ქვეყანას მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, სადაც ადამიანებს, გამოძიებისა და სასამართლოს გარშე სჯიან, ბოძებზე და ხეებზე მისკოჩვით და დამნაშავის იარლიყებს აკრავენ, გამოდის რომ, ჩვენთანაც განუკითხავი ქუჩის დახვრეტები უნდა გრძელდებოდეს და ჩვენც გავხდებოდით კანდიდატი. ან რუსეთის ხახაში უნდა ჩავმხტარიყავით და იქ გამოგვიგზავნიდნენ სტატუსს.
1 წლის უკან
trampi მოკლედ ძალიან ძალიან გახარებული ვარ ამ რეზოლუციით ...მალადეც სამადაშვილი, კანდელაკი და კიდევ სხვებიც ..მართლაც მალადეც
რაც მაგათ გააკეთეს მაგას ვერანაირი მამულიშვილი ვერ მოახერხებდა ---- რო ქართველი ხალხი ესე ოპპტომ გამოეღვიძებინა
კოლუმბის ძახილმა ვერა და იქნებ ეხლა ამ ძვირფასმა რეზოლუციამ მაინც გაიღვიძოს ქართველმა ხალხი და ეხლა ,მაინც დაადონ ნივრიანი ამ ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს!!
ქუნემ კოლუმბი მეთქი.....
მომწიფდა...... მომწიფდა, იქნებ გვეშველოს ....
,,ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი, გამაგონოს ჩემს მამულში,, ---ზუსტად ესეა ზუსტად....კაია კაი
მალადეც ევროპა მალადეც
ბიჯოოოო .............. რაში დახარჯავს პუტინი აქ ფულებს ??ისედაც ევროპელები მუქთად მიერეკებიან საქართველოს რუსეთისაკენ....(.ეხლა განსაკუთრებით ომში არ ჩავებით)
მაგრამ იქ რომ უკვე ვიყავით?/
ვაააა ............. ცირკია ცირკი..... რამდენი მაქვს ამ წლების მანძილზე აქ ამ თემაზე ნაგუგუნარ--ღამეებ ნათენები და ...მაინც ისე მიდის საქმე, როგორც არ უნდა წასულიყო, არა
ჰოოოეეეე .;.............................. ევროპააააა................................ ნიღბები ჩამოგივარდათ, ნიღბები ....თუმცა კი, რუსებისა არ იყოს ნიღბები არც თქვენ გკეთებიათ
1 წლის უკან
trampi ლაზი

მაგ კითხვების დასმის გარეშეც იცი პასუხი ........ეგრე იქნება ეგრე
კინგი რომ მოკლეს......... ეგ მარტო ამერიკაში მოქმედებს(თუ არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობაო)
აქ არ შეიძლება--იმიტომ რომ აქ მართლა ზანგები ცხოვრობენ
1 წლის უკან
trampi ლაზი

მაგ კითხვების დასმის გარეშეც იცი პასუხი ........ეგრე იქნება ეგრე
კინგი რომ მოკლეს......... ეგ მარტო ამერიკაში მოქმედებს(თუ არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობაო)
აქ არ შეიძლება--იმიტომ რომ აქ მართლა ზანგები ცხოვრობენ
1 წლის უკან
trampi მოკლედ პარადი მაქვს პარადი, თანაც დიდი პარადი
იმ კახელისა არ იყოს, ეხლა ჩვენი გადარჩენისა უნდა დავლიო
1 წლის უკან
დემეტრე -ჩვენ კიდე მიამიტურად გვეგონა, რომ ევროპარლამენტში 10-12 ნაცმიდრეკილი ევროპარლამენტარის გარდა, დანარჩენები "წმინდა ძროხები" იყვნენ...ასეთი ჩასვრილები, ჩემს სოფელში, ყველაზე მოუვლელი ძროხა არ ყოფილა :)
1 წლის უკან
trampi დაჟე ზოგზოგ აქაურებსაც კი,,...... ევროპა ჩვენი მშველელი ეგონათ....
არადა სუ ვკითხულობდი რუსის ტრაკში სუნი არ ვარგა და ევროპის ტრაკში ფრანგული დუხის სუნია მეთქიიი?/
იმიტომაც გავიძახოდი ქუნემ კოლუმბი მეთქი....
ისე კი ამ ევროებმა ამ რეზოლუციით კაი მაგარი საქმე გაგვიკეთეს, ყველა ოპტომ დაააფრთხეს ვინც კი ევროპისკენ იყო მიდრეკილ --მოდრეკილი..........ამათ რეზოლუციასთან შედარებით ჩემი ძახილი სპილოზე კოღოს ნაკბენივით იყო.... ძალიან პატარა შედეგს იძლეოდა
ამათ კი უცებ გამოაღვიძეს ეს ხალხი და უცებ ყველას ოპტომ დააწყებინეს ქუნემ კოლუმბის ძახილი ..
მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს---- მოგვცემენ კანდიდატობას --რო დაინახავენ საქართველო ხელიდან გვეცლებაო, მაგით დაგვაბამენ--მიგვიბამენ უკანალზე....
1 წლის უკან
trampi უკრაინა მეორე ფრონტის გახსნას ითხოვსო....
ესენი ვერ არიან კარგად ----------ესენი თავს ისულელებენ
დათვსა ხედავდნენ და მაინც დათვის კვალს ეძებდნენო.......
რქები უჩანდა (კაი ხანია)...ქოჩორიც....... ეგე ეხლა ეშმაკმა სახეც დაგვანახა (სხვა რამეც)....და კიდე მასზე იძახით მეგობარიაო ??
როგორ..................... თქვენ მართლა უკრაინის მოთხოვნა გგონიათ მეორე ფრონტის გახსნაააა??
უკრაინას ვინ ეკითხება ბალი ათიშაურიაო? უკრაინა კი არა ამას უკრაინის სახელით ამერიკა ითხოვს, ამერიკა!!!
ვერა ხადააავთ რო უკრაინის ნებისმიერი ჩინოვნიკი, გერმანიისა მთელ მთავრობას(პრეზიდენტს, კანცლერს) შნირებივით ელაპარაკება და ყველას ტრაკში ისმეევს??...
განა ვინააა უკრაინა რო გერმანიას ასე ექცევა?/ ვისი ტრაკიტ, ვისი ტრაკით ატრაკებს ასე??
ან ჩვენგან ელჩის გაწვევა???
ჰოოოოო.......................ესეა, ესე ......... და ეს ყველაფერი თქვენ გადასარევად იცით მაგრამ კულტურულად ნე ვიჟუს აკეთებთ??

ჰოოდა ....................... ჯერ ბოლომდე ხელში არა ვყევართ ჩაგდებულებიო და ეგეთ ამბავში ვყევართ და რომ ჩაგვიგდებეეეეენ.....თქვენ მერე ნახეთ რას გვიზამენ ........პლიუს ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად, ყველას ლგბტ--ებს გაგვხდიან---საცა მოუნდებათ და როცა მოუნდებათ ყველას იქ
და მაშინ გადაგვკუზავენ ( პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით)
1 წლის უკან