ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი ფაქტის შედეგად კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რიგითი გიორგი ღუჭაშვილი აფეთქების დროს ნანგრევებში მოყვა. მიმდინარეობდა მისი ძებნა-გადარჩენის ოპერაცია, თუმცა ქართველი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებ მის ოჯახს