ჯონი დეპმა ემბერ ჰერდის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სასამართლო პროცესი მოიგო

ჯონი დეპმა ემბერ ჰერდის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სასამართლო პროცესი მოიგო

ჯონი დეპმა ემბერ ჰერდის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სასამართლო პროცესი მოიგო.

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ჯონი დეპმა კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარი და საჯარიმო ზარალის სახით 5 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ჯონი დეპს საჩივრის ყველა პუნქტი არ დაუკმაყოფილეს და მან კომპენსაციის სახით ემბერ ჰერდს 2 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

ემბერ ჰერდი და ჯონი დეპი 2016 წელს დაქორწინდნენ, შემდეგ კი ჰერდმა ყოფილი ქმარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამ ბრალდების შემდეგ მედიაში დეპზე ნეგატიური მასალები გამოქვეყნდა. ამისი დეპმა გამოცემა The Sun-ს უჩივლა, რომელშიც ის მოიხსენიეს როგორც კაცი, რომელიც ცოლს ცემს. მსახიობმა სასამართლო პროცესი წააგო.

2021 წელს კი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დეპის საჩივარი, რომელიც ცოლს სიცრუეში და საქველმოქმედო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა. სკანდალის გამო დეპმა დაკარგა როლები „ფანტასტიკურ ცხოველებსა“ და „კარიბის ზღვის მეკობრეებში“.