ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი ქალებსაც დაიცავენ

ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი ქალებსაც დაიცავენ

„საქართველოს კონსერვატორებს“ გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ქალთა დაცვის კავშირი“ შეუერთდა.

ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანების დოკუმენტს დღეს „ქალთა დაცვის კავშირის“ ოფისში „კონსერვატორების“ ლიდერებმა ზვიად ძიძიგურმა, კახა კუკავამ და კავშირის ხელმძღვანელმა ნარგიზა გვალიამ მოაწერეს ხელი.

10 ათას კაციანი პოლიტიკური გაერთიანება ამიერიდან არჩევნებში „საქართველოს კონსერვატორების“ სახელით მიიღებს მონაწილეობას.

პოლიტიკური ძალების გაერთიანების იურიდიული გაფორმება კი მაისში პარტიულ ყრილობაზე იგეგმება.

როგორც კავშირის ლიდერმა ნარგიზა გვალიამ განაცხადა, „ქალთა დაცვის კავშირს“ 37 რაიონული ორგანიზაცია აქვს და ყველა მათგანი მომხრეა ამ გაერთიანების.

„კონსერვატორები“ და „ქალთა დაცვის კავშირის“ წევრები აცხადებენ, რომ მათ საერთო პოლიტიკური ხედვა აქვთ და საქართველოს კეთილდღეობისათვის ერთიანი ძალით იბრძოლებენ.