„საქართველო კანონდარღვევებზე თვალს ვერ დახუჭავს“

„საქართველო კანონდარღვევებზე თვალს ვერ დახუჭავს“

,,ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ წერილში, რომელშიც შეფასებულია საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა, არ არის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი გარემოებები. საქართველოში ხალხმა ახალი ხელისუფლება აირჩია სამართლიანობის აღდგენისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების მოთხოვნით. სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის კუთხით ბევრი კითხვა ჰქონდათ როგორც აშშ–სა და ევროკავშირს, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეზიდენტ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში. სწორედ ეს იყო ერთ–ერთი ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორი ევროკავშირსა და ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

მიუხედავად იმისა, რომ წერილში აღიარებულია წინა ხელისუფლების „ბრალი კანონის გვერდის ავლით მოქმედებასა და ოპონენტებსა და მედიაზე აქა-იქ განხორციელებულ ზეწოლაში“, ამავე დროს წერილში მათი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მოწოდებაა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მშვიდობიანი გზით მოახდინეს ხელისუფლების გადაცემა. თუმცა, ქვეყანა, რომელიც იმართება კანონის უზენაესობით, თვალს ვერ დახუჭავს თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე, ძალადობასა და წამებაზე.

ჩვენი ხელისუფლების ვალია, ყველა უზრუნველვყოთ სამართლიანი სასამართლოთი. ახალმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა სასამართლო პოლიტიკური ზეწოლისაგან, იგი ამკვიდრებს ბრალდებულთა ახალ უფლებას, ისარგებლონ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი და აღებს სასამართლო დარბაზის კარს მედიისათვის. ევროკავშირი, ისევე როგორც აშშ, კონსულტაციას გვიწევენ რეფორმების განხორციელების საქმეში, ხოლო ეუთო და არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს.

თქვენც გიწვევთ, რათა დააკვირდეთ სასამართლო პროცესებს, ადგილზე გაეცნოთ ფაქტებს და ისე გამოიტანოთ დასკვნები.


http://www.washingtonpost.com/opinions/georgia-cant-turn-a-blind-eye-to-broken-laws/2013/06/05/64e296ac-cd2d-11e2-8573-3baeea6a2647_story.html