ბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ სერიალში „ვარსკვლავური ომები: ჩონჩხების რაზმი“ ითამაშებს. ამის შესახებ Hollywood Reporter-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პროექტზე რეჟისორი ჯონ ნუოტსი და სცენარისტი კრისტოფერ ფორდი იმუშავებენ. სერიალის გადაღებები ზაფხულში უნდა დაიწყოს. სიუჟეტი კი ბავშვების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც „ვარსკვლავური ომების“ გალაქტიკაში დაიკარგნენ და სახლში დაბრუნებას ცდილობენ. მოვლენები ახალი რესპუბლიკის ეპოქაში განვითარდება.
სერიალი ეკრანებზე 2023 წელს, სტრიმინგ-სერვისზე Disney + გამოვა.