კომპანია Twitter-ის აქციონერები ილონ მასკს სასამართლოში უჩივიან. კალიფორნიის სასამართლოში წარდგენილი ჯგუფური სარჩელით მასკს ბრალად ედება საფონდო ბირჟაზე Twitter-ის აქციების მანიპულირება.
კომპანიის აქციონერები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ქმედებებით მასკი აქტიურად ცდილობს Twitter-ის რეპუტაციის შელახვასა და ბირჟაზე მისი აქციების ღირებულების მკვეთრად შემცირებას, რათა მან შეძლოს $44-მილიარდიანი გარიგების პირობების შეცვლა და კომპანიის 100%-იანი წილის სანაცვლოდ, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარით ნაკლების გადახდა.