„ჩვენ ვთხოვთ რუსეთს დაიცვას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები“ (ვიდეო)

„ჩვენ ვთხოვთ რუსეთს დაიცვას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები“ (ვიდეო)

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის გენერალურმა მდივანმა შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია გამართა.

რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რეგიონში დამცავი ბარიერების აშენება საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის შეთანხმების დარღვევაა. „ბარიერების აგებამ და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს - ეს

მიუღებელია. ჩვენ ვთხოვთ რუსეთს დაიცვას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები“ - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.