“უშიშროების საბჭოს სხდომა აქამდეც უნდა ჩატარებულიყო (ვიდეო)

“უშიშროების საბჭოს სხდომა აქამდეც უნდა ჩატარებულიყო (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა შეხვედრას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დასწრებოდნენ. ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომას ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის გამო ვერ ესწრება.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომა აქამდეც უნდა ჩატარებულიყო. ირაკლი ალასანიას თქმით, უკეთესი იქნება თუ უშიშროების საბჭოს შემდეგი შეხვედრა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ჩატარდება.

დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე ესწრება.