„ვიღაცებს ჰგონიათ, ევროპაში ყოველ დღე გვარამიას და სააკაშვილის დადრით კვდებიან, თუ ვინმე დღეს ევროკავშირში მისაღებად არის მზად, ეს საქართველოა“

„ვიღაცებს ჰგონიათ, ევროპაში ყოველ დღე გვარამიას და სააკაშვილის დადრით კვდებიან, თუ ვინმე დღეს ევროკავშირში მისაღებად არის მზად, ეს საქართველოა“

ევროკომისიას, სავარაუდოდ, 7 ივნისს ექნება მზად დასკვნები „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ კითხვარებზე გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით და შემდეგ, ეს დოკუმენტები შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მოქმედ ევროკავშირის საბჭოში უნდა განიხილონ. იმის ფონზე, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი აქვს შეტანილი და მთელი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სპექტრი პასუხის მოლოდინშია, დღეს საუბარი გააქტიურდა იმაზე, ამ გადაწყვეტილებაზე რამდენად მოახდენს გავლენას ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები და ჩატარებული აქციები.

პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს. მეორე ნაწილი თვლის, რომ არსებულ პოლიტიკური ვითარება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უარყოფითად ფასდება, რამაც გარკვეული როლი შესაძლოა, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზეც იქონიოს.

ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკავშორი გადაწყვეტილება ხვალ რომ იღებდეს, საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ამ სტატუსს მიიღებდა. თუმცა, მისივე თქმით, შორეულ პერსპექტივაში, რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია.

„მსოფლიოში მიმდინარეობს ურთულესი პროცესები და აქედან გამომდინარე, ხვალ რომ ღებულობდეს გადაწყვეტილებას ევროკავშირი, თუ უკრაინა და მოლოდვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, მივიღებდით ჩვენც, მიუხედავად იმისა, რა ვითარებაა ქვეყნის შიგნით. არ ვიცი, რა იქნება ორი თვის შემდეგ, როგორ განვითარდება პროცესები, რადგან ყველაფერი იცვლება. შესაძლოა, ქვეყნის შიგნით მოხდეს რამე გაუთვალისწინებელი, უკრაინაში ომია და იქაც შეიძლება სხვაგვარად განვითარდეს პროცესები.

შესაბამისად, გრძელვადიან პროგნოზს აზრი არ აქვს. რეალურ გავლენას, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მოვლენები გადაწყვეტილებაზე ვერ მოახდენენ, თუ არ შეიცვალა გარე სამყაროსთან მიმართება, როგორც საქართველოს, ისე დანარჩენი მსოფლიოს მხრიდან.

საქართველოში ყოველთვის ასე იყო, ყველა ხელისუფალი ოპოზიციის შეფასებით, პრორუსია. საქართველოში ჯერ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, რომ ვილაპარაკოთ, თითქოს „ქართული ოცნება“ პრორუსული პოლიტიკური ძალაა. თუ მისი გამოსვლებით ვიმსჯელებთ, ის უფრო ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და ელოდება მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში ისეთი არაფერი ხდება, რამაც შესაძლოა, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. მისივე შეფასებით, საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„არავითარ ცუდ გავლენას არ იქონიებს. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ევროპაში ყოველ დღე ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის დადრით კვდებიან, ეს სისულელეა. დღეს მთავარი საკითხი არის გეოპოლიტიკური სირთულეები, რომლებიც არსებობს.

ჩვენს ქვეყანაში არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ ხდება დასავლეთის, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. რაიმე სერიოზული გადაცდომა არსებულ ხელისუფლებას არ აქვს. ევროკავშირმა, დემოკრატიის კუთხით, საქართველოზე ბევრად უკან მყოფი ქვეყნები მიიღო 90-იანი წლებიდან დაწყებული. თუ ვინმე დღეს ევროკავშირში მისაღებად არის მზად, ეს საქართველოა, ამაზე ღიად საუბრობს ყველა.

თუ სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც არ მგონია ასე იყოს, ეს მხოლოდ და მხოლოდ დიდ წყენას გამოიწვევს ქართველ ხალხში, რომელსაც გულწრფელად სჯერა იმ დასავლური ღირებულებების, რომლითაც ჩვენ ევროპას და ამერიკას ვიცნობთ“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.

ინფორმაციისთვის, 17-18 მაისს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შეხვედრებს მართავდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

„შეხვედრის მთავარ თემებს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი, შევსებული კითხვარი და კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს მზაობის შესახებ ევროკომისიის დასკვნა წარმოადგენდა“, - წერია განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 18 მაისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.

აქვე აღნიშნულია, რომ მხარეებმა ისაუბრეს კითხვარის „შევსების სამუშაო პროცესზე, რაც ქვეყანამ ვადაზე ადრე, წარმატებით განახორციელა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ტვიტერის პოსტი მიუძღვნა თავად ევროკომისარმა ვარჰეიმ. მოკლე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად“ და ევროკავშირის კითხვარზე საქართველოსგან „პასუხების მიღებისთანავე, ევროკომისია შეუდგა დასკვნის მომზადებას ევროკავშირში საქართველოს განაცხადის შესახებ“.

ამასთან, 18 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად განიხილა საჭიროებები, რომლებიც საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის თვალსაზრისის მომზადების პარალელურად იკვეთება.

Aburjga Tasmanieli ევროკავშირის ასოცივრრბულმა წევრობამ ხომ აგვაშენა, ხომ დაგვამშვენა?! დაგვამმშვცენა კი არა საქართველო ახალგაზრდობისაგან და საერთოდ
შრომისუნარიანი ადამიანებისაგან დაიცალა! მტარვალი დასვლეთი ყოველდღე გაუპატიურებას გვიპირებს! რა უნდა მოგვიტანოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამ, საერთოდ ვინმეს გიფიქრიათ?! ეს ხომ ცარიელი სიტყვები და მეტი არაფერი?!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ევროკავშირის ასოცივრრბულმა წევრობამ ხომ აგვაშენა, ხომ დაგვამშვენა?! დაგვამმშვცენა კი არა საქართველო ახალგაზრდობისაგან და საერთოდ
შრომისუნარიანი ადამიანებისაგან დაიცალა! მტარვალი დასვლეთი ყოველდღე გაუპატიურებას გვიპირებს! რა უნდა მოგვიტანოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამ, საერთოდ ვინმეს გიფიქრიათ?! ეს ხომ ცარიელი სიტყვები და მეტი არაფერი?!
1 წლის უკან
trampi trampiვაააა .......................................

...დათვსა ხედავდნენ და კვალს ეძებდნენო
ეშმაკს აქამდე მარტო რქები უჩანდა..... ეხლა უკვე ყურებიც გამოუჩნდა და საცააა სახესაც დაგვანახებს(სხვა რამესაც) ...
ესენი კიდევ გაიძახიან ,,გძე პრაკოფიო,, ......................ჩვენ წინა დგას ჩვენ წინ--- რაღა დანახვა უნდა
ეხლა ეშმაკი ტაივანს და ჩინეთს რო ერთმანეთთან დააჯახებს, მერე უკვე სახეც გამოუჩნდებააააააააა
ბრუციანებმა კიდე იძახოს--------------- ,,გძე პრაკოფიო,,
არადა ოფიციალური პირებიდან მარტო ერთ კაცს ეყო ვაჟკაცობა, შათირიშვილს და პირდაპირ დააადო თითი ეშმაკს---აი ეშმაკიო
დანარჩენები კიდევ ნე ვიჟუს აკეთებენ......ფუუუუუუ


აქაურებმა ყველამ (განსაკუთრებით ჩოპრეს თამადობით )... ყველამ კარგად იცის ვინცააა ეს ე.წ კოლექტიური დასავლეთი და რატო უსმენენ ისინი იმენო ნაცებს......
იმიტომ უსმენენ ეგენი ნაცებს, რომ ეგენი უკლებლივ ყველანი, ტანსაცმლიანად, ჩათლახები არიან, ჩათლახები!!!!!!!!!!! ისინიც და ესენიც!!!!
ეს სულგაყიდული ნაცები კიდევ , ფულის სანაცვლოდ, რაც იმათ აწყობთ სწორედ იმასა ლაპარაკობენ... და იმიტომაც უსმენენ ისინი კიდევ
სწორედ ნაცებს(ვითომ და გაოცებულები და აღშფოთებულები). ...................
.მთავარია ნაცებმა იმათ სატოპკე აუწიონ და მათი ნათქვამი მართალია, ტუ ტყუილი, იმათ ეგ სუ დიშლაზე ჰკიდიათ ....., მათთვის მთავარია რომ ნაცებმა სატოპკე ინფორმაცია მიაწოდონ, რო იმათ ტოპკა დაგვკრან და დანარჩენიიიიიი ---- ,,დელო ტეხნიკი,, .....ტყუილი იქნება ის ინფორმაცია, თუ მართალი---- ქოცებმა არჩიონ.....
იმათთვის ნაცების ერთი ტყუილი ამათ (ამ დებილების) ათ მართალსა სჯობნის...............აწყობთ რომ ნაცების ნალაპარაკების შედეგად იმათ
ყური აგვიწიონ, დაგვტუქსონ, კუთხეში დაგავაყენონ , რო როგორც დამნაშავეები თავის ჭკვაზე მოგვაქციონ, თორემ დანარჩენიიიიი??....სხვაააა??... .......სულ სირზე ჰკიდიათ....მათთვის მთავარია ჩვენ იმათ დაკრულზე ვიაროთ, იმათ ინტერესები გავატაროთ(ან იქნებ ომში მაინც ჩაგვითრიონ) და......... საქართველოს სულაც მოსტყვნია პატრონი
ჰოოოოდა იმიტომაც ვაგინებ მე კიდე იმათ პატრონს 24 სააათი......კოლექტიურ კოლუმბს!!!!...და მანამ იმათ პატრონს(კოლუმბს) სული არ ამოუვა, ეგრეც ვიზამ .....ჰააა ჰააა კიდევ 2-3 წელი
.ამ ქოცების მორიდებულ კანკალზე ხომ ლაპარაკი აღარც ღირს ..მარტო დიახ ბატონო, დიახ ბატონოვო, გაიძახიან და თავს იმართლებენ--- არა ვართ ბატონო ის ,,შავი კაცები,, ,,... ნაცები რომ გეუბნებიანო
ეხლააა ცოტა რო ამათ ხმა ამოიღეს და ცოტა რაღაცას პასუხობენ, თორემ აქამდეეეეე ...... ნებისმიერ უცხოელს, თუნდაც იქაურ დამლაგებელს, შიშისაგან ჩაჯმულები უყურებდნენ
მოკლედ ამ ჩვენ ,,მეგობრებს,, ნიღბები ჩამოუვარდათ.... აღარც კი ღირს მათზე ლაპარაკი
ერთს ვნატრობ მარტო ............ რომ ამ ნაცმა კანდელაკმა ამათ ,,ევროსაქმეში,, ისე ჩაუჯვათ და რო ჩვენი ევროპაში მიღება 3--4 წელი მაინც გადააწევინოს...
ამასობაში კიდევ ან ვირი იქნება(აუცილებლად იქნება) და ან ვირის პატრონი( მეეჭვება)
დანარჩენის კაკუნი კიდე....... უკვე ნერვები აღარ მყოფნის
1 წლის უკან