შეხვედრა ხორვატიის თავდაცვის მინისტრთან (ვიდეო)

შეხვედრა ხორვატიის თავდაცვის მინისტრთან (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს შტაბბინაში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანიამ ხორვატიის თავდაცვის მინისტრთან ანტე კოტრომანოვიჩთან გამართა შეხვედრა.

თავდაცვის მინისტრებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. როგორც ანტე კოტრომანოვიჩმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე აღნიშნა, ხორვატია  მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მინისტერიალის ფარგლებში, ხვალ ირაკლი ალასანია ნატოს თავდაცვის მინისტრებთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის რეფორმები განიხილება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ISAF-ში მონაწილე ალიანსის არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.