„დვალი გვარამიასთან ერთად არის თუ არა არ ვიცი, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ადამიანების ერთ ჯგუფს განეკუთვნებიან“

„დვალი გვარამიასთან ერთად არის თუ არა არ ვიცი, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ადამიანების ერთ ჯგუფს განეკუთვნებიან“

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, არხის მხარდასაჭერად ფონდი შეიქმნა. აღნიშნულ ფონდში, „რუსთავი2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა 10 ათასი ლარი შეიტანა.

„რუსთავი2“-ის დამფუძნებელი, რომელიც ახლა არხის კვლავ დაბრუნებისთვის იბრძვის, მიაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარია და გაჭივებაში მყოფ ტელევიზიას დაეხმარა.

„რაც ახლა „მთავარი არხის“ გარშემო ხდება, ჩემს ბრძოლასთან კავშირი არ აქვს. დღეს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გვაქვს გაგზავნილი და ევროპარლამენტის დასკვნას ველოდებით, ამ პერიოდში მთავარი ოპოზიური არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება საქართველოს რეპუტაციას ურტყამს. პირდაპირ ვიტყვი, რომ გვარამია დღეს პოლიტპატიმარია.

მეორე საკითხია - არხს, რომელიც ხელმძღვანელის გარეშე დარჩა, მატერიალური დახმარება სჭირდება, რადგან ხელისულება „მთავარი არხის“ გაჩუმებას უმიზნებდა და ეს რომ არ გამოუვიდეთ“, - აღნიშნა დვალმა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია „რუსთავი2“-ის ახლანდელი მფლობელის ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით დააპატიმრეს.

 „სასამართლო დასკვნით, გვარამიას კომპანიის მფლობელობაში მყოფი ავტმობილის მოხმარების გამო აქვს სამ წელიწადნახევარი მისჯილი. ის, რაც „რუსთავი2“-ზე ხდებოდა, კარგად ვიცი. „რუსთავი2“-ის პროცესი პოლიტიკურ საგნად აქციეს. ვისია დღეს ეს ტელევიზია? მე დამიბრუნეს? „რუსთავი2“-თვის უკვე ათი წელია ვიბრძვი და ვიღაც ქიბარ ხალვაშის ხელში აღმოჩნდა, რომელიც პროსახელისუფლებო პიროვნებაა. ნიკა გვარამიამ კი არა, „რუსთავი2“ სახელმწიფომ მიიტაცა. დღეს ეს არის პრობლემა, რომ ისევ სასამართლოში ვარ და ისევ სამართალს ვეძებ. ამ დროს ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით აპატიმრებენ გვარამიას. თავად ხალვაშმა იმის მერე, რაც ტელევიზია დაიბრუნა, მთელი აქტივები გაასხვისა და ამ საკითხზე პროკურატურას მივმართე, თუმცა ორი დღის წინ პასუხი მივირე, რომ საქმე თაროზე აქვთ შემოდებული. ამ ქვეყანაში კანონი და სიმართლე არავის ადარდებს. მარტო იმას აკეთებენ, რაც ხელისუფლებას სჭირდება“, - განუცხადა დვალმა for.ge-ს.

როგორც დავით დვალმა for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, ის „მთავარი არხის“ მეწილე არ გახდება და მხოლოდ ამ დაფინანსებით შემოიფარგლა.

დავით დვალის „მთავარი არხისთვის“ 10 ათასი ლარის შეწირვა „რუსთავი2“-ს მფლობელს ქიბარ ხალვაშს არ გაჰკვირვებია. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, ჯერ არ აიცის დვალის ამ გადაწვეტილებას სასამართლოში გამოიყენებს თუ არა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ საკითხს, მის ადვოკატთან, პაატა სალიასთან გაივლის.

„დვალის ქმედება მოულოდნელი არ ყოფილა. ღმერთმა ბევრი მისცეს და რაც უნდა ის აკეთოს. ვერ გეტყვით, დვალი გვარამიასთან ერთად არის თუ არა, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ადამიანების ერთ ჯგუფს განეკუთვნებიან“, - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა for.ge-თან საუბრისას.

დემეტრე - ეს ძმები დვალები ლიბერასტები არიან?
1 წლის უკან