მაოხრებელი ოპოზიცია ევროკავშირის დერეფნებში - თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, თქვენთვის ევროკავშირის წევრის სტატუსიც კი არამია   

მაოხრებელი ოპოზიცია ევროკავშირის დერეფნებში - თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, თქვენთვის ევროკავშირის წევრის სტატუსიც კი არამია   

რეიტინგდაკარგული და პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ ისევ მავნებლობით არის დაკავებული. „მთავარი არხის“ დირეტქორის ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, ოპოზიცია დიდი ამბით შეიკრიბა, იმსჯელეს და საზოგადოებას ამცნეს, რომ სამოქმედო გეგმას გააცნობდნენ. თუმცა მსგავსი არავის არაფერი უნახავს. გვარამიას მხარდასაჭერ აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ათეული მისი კოლეგა მივიდა. ოპოზიცია წარუმატებელი პოლიტიკური სტრატეგიის ფონზე, ისევ პარლამენტის რიგით მეოთხე ბოიკოტზე ალაპარაკდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის დატოვებაზე ისევ საუბრობენ და იმავე ქმედებისკენ ხელისუფლების სხვა ოპონენტებსაც მოუწოდებენ. პროტესტის საფუძველი ამჯერად ნიკა გვარამიაა, მიზანი - მისი გათავისუფლება. ბოიკოტის გეგმაზე ხედვები ოპოზიციაში არაერთგვაროვანია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნონა მამულაშვილის თქმით, მისი პოზიცია პერსონალურია და არა პარტიული.

მამულაშვილის იდეას, ოპოზიციური სპექტრის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, პარლამენტში სხვები ნაკლებად შეუერთდებიან - ბოიკოტის გეგმა საპარლამეენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს არ მოსწონს.

პარლამენტის წევრის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფო დაწესებულებების დატოვება მისთვის ჩაბარებას და დანებებას ნიშნავს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით კი „მანდატების დახევა“ სუსტი სტრატეგიაა, თუმცა დაამატა, რომ მანდატებზე „დახამებული“ არავინაა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი სრულიად სხვა სტრატეგიაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

როგორც ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორიო მეგობრებთან ერთად, რომელბმაც მაქსიმალური გაიღეს 2020 წელს, მოლდოვის ოპოზიციასთან ერთად იმუშავეს და აიძულეს ხელისუფლება, რომ მოლდოვის 300 ათას დიასპორის წარმომადგენელს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.

ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სრულიად სხვა ინფორმაცია აქვს. მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში, ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიზანია, საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნის სტატუსის არმიღებას ქვეყანაში არეულობა მოჰყვეს.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. ძალიან მარტივი გათვლა არის ის, რომ ამ ყველაფერს, კანდიდატის სტატუსის არმიღებას, მოჰყვეს არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, ამ არეულობაში, მათ ნახონ საკუთარი წარმატების შანსები და საბოლოოდ, აისრულონ ის ოცნება, რაც აქვთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის გათვლაა, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, თუმცა ამ გათვლას ასრულება არ უწერია.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომელიც აქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს. თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიცია სახის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. პირიქით, ყოველდღიურად თვითდაზიანებებს იყენებს და საზოგადოების თვალში სრულიად გაკოტრებულები არიან. გვენეტაძე ამბობს, რომ განსაკუთრებული დეგრადაცია პოლიტიკურ ველზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა. ხოლო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ და უკრაინის ომის დაწყებიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა პროპაგანდამ, ოპოზიციის რეიტინგი და ნდობა, ფაქტობრივად, ნულამდე დაიყვანა.

„ოპოზიციამ საკუთარი თავის დასაკლავი დანა თავად გალესა. მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესია მოსახლეობას უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაუჩნდა. საქმე კი იმაშია, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ოპოზიცია მოქმედებს არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ჩვენი მოსოახლეობა ძალიან კარგად ხედავს და ხვდება. აბსურდია საუბარი იმაზე, რომ საქართველოდან თითქოს და შავი ხვრელით რუსეთში იარაღი გადის, რითაც შემდეგ უკრაინელ ბავშვებს და ქალებს ხოცავენ. ამის შემდეგ კი საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველო სანქციებს არ უერთდება. დადიან და სხვადასხვა უცხოურ გამოცემებში და ტელევიზიებში საუბრობენ, ვითომ საქართველო რუსეთის მოკავშირეა. ამან კი ოპოზიციის დისკრედიტაცია საკუთარ ხალხში გამოიწვეია. როცა ჩვენი მოქალაქე ხედავს, რომ ეს ადამიანები დაკავებულები არიან არათუ მათი პრობლემების მოგვარებით, არამედ მავნებლობით, რა თქმა უნდა, მათ მიმართ აგრესია იზრდება. კვლავ პარლამენტიდან გამოსვლაზე და მის ბოიკოტირებაზე საუბრობენ. არავის ახსოვს ხალხი და ყოველი დღე იწყება იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის და ის თურმე საზღვარგარეთ უნდა წაიყვანონ. ახლა ახალი საზრუნავი ნიკა გვარამია დაემატათ, რომლის რეიტინგიც ჩვენს მოსახლოებაში ნულია. ამ და სხვა მიზეზების გამო, ჩვენს მოქალაქეებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მარგინალიზებულები არიან. ამიტომაც, ეს ხალხი წინა ფლანგზე სადამდეც იქნება, „ოცნებაც“ ხელისუფლებაში მანამდე დარჩება“, - ამბობს გვენეტაძე for.ge-სთან.

რაც შეეხება სააკაშვილის ფიგურის სრულ გაუფერულებას საკუთარ ამომრჩეველშიც კი, გვენეტაძე ამბობს, რომ მისმა წუწუნმა და მომაბეზრებელმა პრეტენზიებმა საკუთარი ელექორატიც კი დაღალა. სააკაშვილმა ჯერ კიდევ ქვეყანაში შემოპარვით და შემდეგ მისი ვითომ შიმშილობით, მერე ავადმყოფობის დაუსრულებელი სერიებით ხალხს თავი მოაბეზრა.

„მიხეილ სააკაშვილმა თვისი ქცევით ხალხს უკვე ყელში ამოუყვანა. ჯერ ქვეყანაში რა ლაჩრული ფორმით შემოიპარა. მერე ვითომ შიმშილობდა და თავი წაიქცია. გლდანის ციხეში გადაყვანის დროს კი ამხელა კაცი მიწაზე გაგორდა. ამ ყველაფერს ქართველები უყურებენ. აქ სხვა კულტურა, სხვა შეხედულებები არსებობს. როცა პოლიტიკოსობაზე პრეტენზია გაქვს, ციხეში ყოფნა, თანაც ძალიან კარგ პირობებში, ხომ შეიძლება ღირსეულად მაინც აიტანო.

სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მითები იყო შექმნილი. რეალურად კი რაც მოხდა და როგორც იქცევა, ყველა ხედავს. ხალხი მიხვდა, რომ მათი პრობლემები არავის ანაღვლებს. ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში ხან შედის და ხან გამოდის, უკვე ძალიან დამღლელი გახდა. ამიტომ რაც უფრო მეტს იფაფხურებენ, დარწმუნებული იყავით, რომ ეს ხელისუფლება არსადაც არ წავა. „ნაციონალების“ რეინკარნაცია ვეღარასდროს მოხდება და მით უმეტეს სააკაშვილის ამ წამოუდგენელი ცირკის შემდეგ“, - ამბობს გვენეტაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია რეალური საქმის კეთების ნაცვლად ხულიგნობით არის დაკავებული. ძველ ბიჭობით და უსაქმურობით აღარ იციან ქვეყანა რა ფორმით დააზიანონ. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ ვაკუუმში და კოლაფსში იმყოფება.

„ნიკა მელიას დაკავების საწინააღმდეგო აქციას რომ გადავხედე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ეს ხალხი პოლიტიკურად როგორი გაკოტრებულია. ეს ქუჩის კი არა, ალბათ, კედლის აქცია უფრო იყო. მოთხოვნები, რომელიც ამ რამდენიმე შეკრებილ ადამიანს ჰქონდა, სასაცილოა, რადგანაც ხალხის სახელით საუბრობენ, რომლებსაც ესენი ყელში ჰყავს ამოსული. ამიტომაც ახლა მავნებლობით არიან დაკავებულები. დასავლეთში პოულობენ თითო-ოროლა ევროპარლამენტარს, რომლებიც ადრე სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერები იყვნენ და მათთან რაღაცით ვალდებულებაში იმყოფებიან, რომ ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავდნენ.

ყველაფერს ამას კი ხალხი კარგად ხედავს. ახლა პარლამენტიდან ისევ გამოსვლაზე საუბარი პოლიტიკური ხარაკირია, სხვა თუ არაფერი. 2 წლის წინ რომ არ შევიდნენ, რა ხეირი მიიღეს? რეიტინგი დაკარგეს და ზოგ პატარა პარტიას პულსიც კი აღარ ესინჯება. ისევ იგივე წრეზე წასვლა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ 2024 წელს პარლამენტში მხოლოდ ორ პარტიას მივიღებთ. „ოცნებას“ და „ნაციონალებს“, რომლებიც პარლამენტში მხოლოდ დეკორაციის როლს შეასრულებენ. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არა, საკუთარი პოლიტიკური მომავლის კრიზისს იწვევენ. მსგავსი სამარცხვინო ოპოზიცია ალბათ, ჩვენს ქვეყენას არასდროს ჰყოლია“, - ამბობს ქართველიშვილი.

trampi ნეტავ მართლა ჩაშალონ!!
1 წლის უკან
trampi trampiვაააა .......................................

...დათვსა ხედავდნენ და კვალს ეძებდნენო
ეშმაკს აქამდე მარტო რქები უჩანდა..... ეხლა უკვე ყურებიც გამოუჩნდა და საცააა სახესაც დაგვანახებს(სხვა რამესაც) ...
ესენი კიდევ გაიძახიან ,,გძე პრაკოფიო,, ......................ჩვენ წინა დგას ჩვენ წინ--- რაღა დანახვა უნდა
ეხლა ეშმაკი ტაივანს და ჩინეთს რო ერთმანეთთან დააჯახებს, მერე უკვე სახეც გამოუჩნდებააააააააა
ბრუციანებმა კიდე იძახოს--------------- ,,გძე პრაკოფიო,,
არადა ოფიციალური პირებიდან მარტო ერთ კაცს ეყო ვაჟკაცობა, შათირიშვილს და პირდაპირ დააადო თითი ეშმაკს---აი ეშმაკიო
დანარჩენები კიდევ ნე ვიჟუს აკეთებენ......ფუუუუუუ


აქაურებმა ყველამ (განსაკუთრებით ჩოპრეს თამადობით )... ყველამ კარგად იცის ვინცააა ეს ე.წ კოლექტიური დასავლეთი და რატო უსმენენ ისინი იმენო ნაცებს......
იმიტომ უსმენენ ეგენი ნაცებს, რომ ეგენი უკლებლივ ყველანი, ტანსაცმლიანად, ჩათლახები არიან, ჩათლახები!!!!!!!!!!! ისინიც და ესენიც!!!!
ეს სულგაყიდული ნაცები კიდევ , ფულის სანაცვლოდ, რაც იმათ აწყობთ სწორედ იმასა ლაპარაკობენ... და იმიტომაც უსმენენ ისინი კიდევ
სწორედ ნაცებს(ვითომ და გაოცებულები და აღშფოთებულები). ...................
.მთავარია ნაცებმა იმათ სატოპკე აუწიონ და მათი ნათქვამი მართალია, ტუ ტყუილი, იმათ ეგ სუ დიშლაზე ჰკიდიათ ....., მათთვის მთავარია რომ ნაცებმა სატოპკე ინფორმაცია მიაწოდონ, რო იმათ ტოპკა დაგვკრან და დანარჩენიიიიიი ---- ,,დელო ტეხნიკი,, .....ტყუილი იქნება ის ინფორმაცია, თუ მართალი---- ქოცებმა არჩიონ.....
იმათთვის ნაცების ერთი ტყუილი ამათ (ამ დებილების) ათ მართალსა სჯობნის...............აწყობთ რომ ნაცების ნალაპარაკების შედეგად იმათ
ყური აგვიწიონ, დაგვტუქსონ, კუთხეში დაგავაყენონ , რო როგორც დამნაშავეები თავის ჭკვაზე მოგვაქციონ, თორემ დანარჩენიიიიი??....სხვაააა??... .......სულ სირზე ჰკიდიათ....მათთვის მთავარია ჩვენ იმათ დაკრულზე ვიაროთ, იმათ ინტერესები გავატაროთ(ან იქნებ ომში მაინც ჩაგვითრიონ) და......... საქართველოს სულაც მოსტყვნია პატრონი
ჰოოოოდა იმიტომაც ვაგინებ მე კიდე იმათ პატრონს 24 სააათი......კოლექტიურ კოლუმბს!!!!...და მანამ იმათ პატრონს(კოლუმბს) სული არ ამოუვა, ეგრეც ვიზამ .....ჰააა ჰააა კიდევ 2-3 წელი
.ამ ქოცების მორიდებულ კანკალზე ხომ ლაპარაკი აღარც ღირს ..მარტო დიახ ბატონო, დიახ ბატონოვო, გაიძახიან და თავს იმართლებენ--- არა ვართ ბატონო ის ,,შავი კაცები,, ,,... ნაცები რომ გეუბნებიანო
ეხლააა ცოტა რო ამათ ხმა ამოიღეს და ცოტა რაღაცას პასუხობენ, თორემ აქამდეეეეე ...... ნებისმიერ უცხოელს, თუნდაც იქაურ დამლაგებელს, შიშისაგან ჩაჯმულები უყურებდნენ
მოკლედ ამ ჩვენ ,,მეგობრებს,, ნიღბები ჩამოუვარდათ.... აღარც კი ღირს მათზე ლაპარაკი
ერთს ვნატრობ მარტო ............ რომ ამ ნაცმა კანდელაკმა ამათ ,,ევროსაქმეში,, ისე ჩაუჯვათ და რო ჩვენი ევროპაში მიღება 3--4 წელი მაინც გადააწევინოს...
ამასობაში კიდევ ან ვირი იქნება(აუცილებლად იქნება) და ან ვირის პატრონი( მეეჭვება)
დანარჩენის კაკუნი კიდე....... უკვე ნერვები აღარ მყოფნის
1 წლის უკან