რა შემოუთვალა საქართველოს ხელისუფლებას სერგეი შამბამ?

რა შემოუთვალა საქართველოს ხელისუფლებას სერგეი შამბამ?

როგორც მოსალოდნელი იყო, ცხინვალში განვითარებული საომარი მოქმედებების შემდეგ აფხაზებიც გააქტიურდებოდნენ და ამის დადასტურება ზემო აფხაზეთში ჩამოყრილმა ჭურვებმაც ნათელყო.

აფხაზური მხარე კოდორის ხეობიდან ქართული საჯარისო ნაწილების სასწრაფოდ გაყვანას მოითხოვს. „ქრონიკას“ დღის ბოლოს საშუალება მიეცა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას გასაუბრებოდა:

ბატონო სერგო, მართალია, რომ სოხუმში ახალწვეულების გაწვევა და რეზერვისტების სრული მობილიზაცია გამოაცხადეთ?

- მართალია, მაგრამ მცირე შესწორებით: წვევამდელები და გამოუცდელი ბავშვები ჩვენ დასახოცად არ გვემეტება. აფხაზეთში რეზერვისტების მობილიზაცია გამოცხადდა და ყველა ახლა დისლოკაციის ადგილზე გვყავს. საჭიროების შემთხვევაში, ისინი თავიანთ კუთხეს ღირსეულად დაიცავენ და ამაში ეჭვი ნურავის შეეპარება...

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სოხუმში „აპალჩენცებისა“ და „ბოევიკების“ დიდმა რაოდენობამაც მოიყარა თავი, ასეა?

- ასეა. ჩვენ დიდი ხანია, ამ ადამიანებთან ვურთიერთობთ, ისინი ჩვენ სიმართლის დასაცავად გვეხმარებიან, ცუდია?

რთულია მიწაზე ჭეშმარიტების დადგენა, ეგეთი რაღაცეები ზეცაში წყდება, „ნა ვერხუ, უ ბოგა“.

- (იცინის) ხარაშო, ჩტო ვგრუზიი ეშჩო ოსტალის ლიუდი, კოტორიე შუტიატ... კიდევ რა გაინტერესებთ?

კოდორის ხეობას რუსები ბომბავენ და არ დამიწყოთ ახლა მტკიცება, ჩვენი ავიაგამანადგურებლებიაო. რას ითხოვთ ამ ბარბაროსული ჟესტით?

- კოდორის ხეობიდან ჯარების სასწრაფოდ გაყვანას!

რომ არ გავიდნენ, რას მოიმოქმედებთ?

- შევხედავთ და როგორც საჭირო იქნება, ისე ვიმოქმედებთ...

სააკაშვილმა ცხინვალში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე შეატყობინა რუსეთის საელჩოს, თუმცა კოდორზე არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი...

- ჰოდა, იფიქრონ ამაზეც...

ვინმესთან გქონდათ ამ თემაზე ლაპარაკი?

- ეს ორი დღეა, ინტენსიურად ველაპარაკები ალასანიას...

ალასანია რა შუაშია?

- იზვინი, რადი ბოგა - იაკობაშვილ თემურს, მაგრამ კონკრეტული პასუხი ჯერ არ მიგვიღია...

ბაღაფშისა და სააკაშვილის საუბარი არ შემდგარა?

- არა. ჩვენ ვისაც ველაპარაკებით, ის ვერ მიიტანს სააკაშვილამდე თუ რა?

ვინ იცის, იმდენი პრობლემა დაგროვდა...

- პრობლემ ბუდეტ ბოლშე, ესლი ნეკოტორიე რეალნოსტ დო კანცა ნე ოსაზნაიუტ. ია ნე ხოჩუ შჩას დო კანცა კაპატსია ვ პროშლოე, ი ტაკ ვსე ზნაიუტ, ნო ვ გრუზიი პოსლედნეე ვრემია, პრივიკლი გრიაზ ნა დრუგიხ ბრასატ. ვოტ სკაჟი ოტკროვენნო, ტი ჟე ვსიუ ისტორიუ ზნაეშ, კტო პროვოციროვალ ვაენნიე დეისტვიე ვ აფხაზიი 1992 გოდუ, ა სჩას ვ ოსეტიი? ტი ჟე პიშეშ ვოსპომინანიი ობ კონფლიქტე, დუმაეშ მი ნე ჩიტაემ იხ?

ნე უბივაი მენია? ატკუდო ნაში გაზეთი ბერიოტე?

- მი პოლუჩაემ ვსიუ გრუზინსკუიუ პრესუ, ნე ვალნიუტეს. პერევოდიმ ი ჩიტაემ. სპასიბო ვსემ, ი ტებია ტოჟე, კოტორიე ხოროშო ოტზივაიუტსია ო ნას ი პიშუტ ჩტო მი ოტ კომენტარიი ნეკოგდა ნე ოტკაზივაემ, ვ ოტლიჩიი ოტ დრუგიხ...

კრიტიკული, დაძაბული სიტუაციიდან გამოსვლის რა გზებს ხედავს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება?

- გაიყვანეთ ჯარები კოდორიდან! ამ მოთხოვნას არ ვცვლით უკვე ორი წელია, ყველა საერთაშორისო ინსტანციაზე ვაყენებთ ამ საკითხებს, მაგრამ ქართული მხარე კატეგორიულ უარზეა, პატარა ბავშვივით ჯიუტობს და არ თანხმდება. თუ არ გაიყვანთ ჯარს, ისეთივე შედეგს მიიღებთ, როგორსაც ოსეთში...