„უკრაინა არ დანებებულა - თუ „აზოვსტალის“ დაკავება რუსებმა შეძლეს, ხარკოვის მიდამოები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან გაწმინდეს“

„უკრაინა არ დანებებულა - თუ „აზოვსტალის“ დაკავება რუსებმა შეძლეს, ხარკოვის მიდამოები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან გაწმინდეს“

უკრაინელი მებრძოლებით სავსე შვიდმა ავტობუსმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორია დატოვა და დონეცკის მახლობლად, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ იელენოვკაში​, სასჯელაღსრულების ყოფილ კოლონიაში ჩავიდა. უკრაინელი მებრძოლეების „ჩაბარების“ კადრები სოციალურ ქსელშიც აქტიურად ვრცელდება.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, უკრაინელ მებრძოლებს, რომელთაგან ბევრი პოლკ „აზოვის“ წევრია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დაკითხავს.

უკრაინელი მებრძოლების „აზოვსტალის“ დატოვების ფაქტს, უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ევაკუირებულ სამხედროების გაცვლას შეძლებს.

„ჩვენთვის მთავარია ამ გმირების სიცოცხლის გადარჩენა, რადგან ისინი მთელი თავისუფალი მსოფლიოს ნამდვილი გმირები არიან. ძალიან ვღელავთ, რადგან ვიცით, რომ რუსებს არ აინტერესებთ თავიანთი ჯარისკაცები. ჩვენ მზად ვართ გავცვალოთ, მაგრამ მათ თავიანთი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ცხედრები ბრძოლის ველიდანაც კი არ გააქვთ. ასე რომ, იმედი მაქვს, გვექნება გაცვლა და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გმირებს შინ დაბრუნებულსა და ცოცხლებს ვიხილავთ“, - აღნიშნა ოლექსი გონჩარენკომ.

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას განცხადებით მარიუპოლის მცველების დანებება უკრაინის დამარცხებას არ ნიშნავს. მისი თქმით, თუკი უკრაინელებმა მარიუპოლში უკან დაიხიეს, ხარკოვში პირიქით - რუსები დაწიეს უკან. მაისია აღნიშნავს, რომ ომს თავისი კანონები აქვს და გასაკვირი არ არის, რომ „აზოვსტალის“ მცველები ჩაბარდნენ.

„უკრაინა არ დანებებულა, უბრალოდ, ომმა აქტიური ბრძოლების სახე მიიღო, სადაც პერმანენტულად ხან ერთი მხარე იღებს ინიციატივას და ხან მეორე. თუ მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დაკავება რუსებმა შეძლეს, ხარკოვის მიდამოები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან გაწმინდეს და გავიდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. ამით კომპენსირდება რუსული და უკრაინული მხარეების საბრძოლო წარმატებები. ახლა 3000 კმ-იან ფრონტის ხაზზე მიდის საბრძოლო მოქმედებები. რა თქმა უნდა, ეს ფრონტის ხაზი სწორხაზოვანი არაა, ის გარკვეულწილად, მანევრირებადია, რომელიც ბროლისთვის დამახასიათებელია. ოთხი ძირითადი საბრძოლო ზონაა - ხარკოვი და მისი მიდამოები, დონბასი, ლუგანსკი და დონეცკის რეგიონები, ასევე ხერსონი, მიკოლაევის მიმართულებით და მეოთხე ზონაა ხერსონი, კრივოიროგი, დნეპრის მიმართულება“, - აღნიშნა მაისაიამ.

ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ „აზოვსტალის“ მცველების გადარჩენის სხვა გზა არ არსებობდა და უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

„ვფიქრობ, „აზოვსტალის“ მცველების დანებება ზელენსკის გადაწყვეტილება იყო. სიტუაცია იყო ისეთი, რომ „აზოვსტალელები ჩიხში მოექცნენ და მათი გადარჩენის სხვა გზა არ არსებობდა“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.

როგორც სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რთული სათქმელია როგორ და რა ვითარებაში მოხდება ტყვეების გაცვლა.

„არ ვიცი, რამდენი ტყვე ჰყავთ რუსებს და რამდენი უკრაინელებს. თუ რუსულ წყაროებს დავუჯერებთ, მათ 5 ათასი ტყვე ჰყავთ, ხოლო უკრაინელებს 500 რუსი ტყვე ჰყავთ. უკრაინული წყაროები სხვა ინფორმაციას ავრცელებენ. წადი და დაადგინე, რომელია მართალი. ბუნებრივია, ორივე მხარე ტყვეების რაოდენობას მალავს. ამ ინფორმაციების გაცვლა მხოლოდ მოლაპარაკების დროს ხდება. როგორ მოხდება ტყვეების გაცვლის პროცესი, ეს მხარეების მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, ამას ზუსტად ვერავინ იტყვის. ჯერჯერობით პოზიციური ტიპის ბრძოლები მიმდინარეობს“, - განუცხადა For.ge-ს სამხედრო ექსპერტმა.

როგორც for.ge-თან საუბრისას ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, მისთვის წარმოუდგენელია მიწისქვეშეთიდან ქვეყნის დაცვა. ამიტომ, მისთვის გასაკვირი არ ყოფილა „აზოვსტალელების“ ჩაბარება.

„დიდი ხანია ვამბობ, რომ უკრაინას გამარჯვების შანსი არც არასდროს ჰქონია. ქართული მედია ემოციებსა და არესტოვიჩის პროპაგანდას არის აყოლილი. საქმე უფრო რთულად არის. ჩვენს წინა ინტერვიუს დროსაც აღვნიშნე, რომ მარტო რუსეთ-უკრაინას შორის არ არის ომი, გაცილებით ღრმა ომია. კლასიკური გაგებით ომიც არ ჰქვია, იმიტომ რომ არის ოპერაციები, რომელიც უკრაინაში არასდროს განხორციელდებოდა. აქ ვინმეს დადებით ან უარყოფით მხარეებზე არ ვსაუბრობ. ომი ცოტა სხვანაირად იწარმოება.

რაც შეეხება „აზოვსტალელების“ ჩაბარებას. მათი წინააღმდეგობაც კი გაუგებარი იყო. შეუძლებელია რაიმე სარგებელი გქონდეს, როდესაც მიწისქვეშ ხარ. იქ ყველაფერი უმიზნო და უშედეგო იყო. ჩრდილი არავის მინდა მივაყენო, მაგრამ არ შეიძლება შენს ქვეყანას მიწისქვეშეთიდან იცავდე. წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, მათი ჩაბარება გამართლებულიც არის, რატომ უნდა დაღუპულიყვნენ?! თუმცა ამ საკითხს უკრაინა ისე გამოიყენებს, თითქოს ზელენსკი ევაკუაციას ხელმძღვანელობს“, - აღნიშნა გიორხელიძემ.

 

 

dimpi ამ "ომში" გამარჯვებული არ არსებობს, გამარჯვებათ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის თუ რუსეთმა დოლარის მოშორებით ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი გამოაცალა კოლექტიურ დასავლეთს და დიდი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისკენ და სუვერენიტეტისკენ
1 წლის უკან
dimpi მეორეს მხრივ საკუთარი ვალუტით ადგილობრივი წარმოების აწყობაც შეიძლება, ამით კი გაჩნდება სამუშაო ადგილები, ხალხიც დასაქმდება
1 წლის უკან
dimpi უკრაინას რაც შეეხება; ის ჯიუტად მიიწევს მსოფლიო ბანკის ხახაში ჩავარდნისკენ, ხოლო იქიდან მას ისევ რუსეთი თუ გამოიყვანს(უშველის) რადგან მსოფლიო ბანკი დაკაბალებიდან და განადგურებიდან არავინ გაუშვებს...
1 წლის უკან
dimpi რადგან არ უნდა კოლექტიურ დასაავლეთს უკრაინის სახით კიდევ ერთი კონკურენტი ყავდეს, რომლის დიდი პოტენციალიც უკრაინას გააჩნდა...
1 წლის უკან
dimpi აქედან გამომდინარე გასაგები უნდა იყოს უკრაინისთვის თუ ვინ წარმოადგენს მათთვის ნამდვილ საფრთხეს და მტერს, ამას წლების განმავლობაში ეუბნებოდა ყოფილი პრემიერი აზაროვი, სამწუხაროდ უკრაინელები ისე ძლიერ არიან დაზომბილი რომ ნაც-სექტასავით სულ რუსეთუმე უძახეს და არ უსმინეს...
1 წლის უკან
dimpi "თუშარაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო"
1 წლის უკან