საქართველოს მთავრობამ ტიმოშენკოზე ხელები დაიბანა

საქართველოს მთავრობამ ტიმოშენკოზე ხელები დაიბანა

ექს-პრემიერ ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი უკრაინის შიდა საქმეა - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე.

ბარამიძის თქმით, საქართველოს არ უჭირავს ისეთი პოზიცია, რომ ვინმეს რამე ასწავლოს, მით უმეტეს - უკრაინას.

”მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს, ასევე ოპოზიციას უკრაინაში საღი აზრი გააჩნია და ტიმოშენკოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი სამართლის ჩარჩოებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ბარამიძე.

თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ყოფილ ლიდერს ციხეში სასტიკად ექცევიან და მისი სასამართლო პროცესიც დარღვევებით მიმდინარეობს.