„პუტინი პირადი თვალსაზრისით ხელმძღვანელობს - უკრაინა რუსეთია, უბრალოდ, ბოლშევიკებმა გამოყვეს და ახლა აგრესიას ავლენს რუსეთის მიმართ, ამიტომ გადაწყვიტა, რომ დასაჯოს“

„პუტინი პირადი თვალსაზრისით ხელმძღვანელობს - უკრაინა რუსეთია, უბრალოდ, ბოლშევიკებმა გამოყვეს და ახლა აგრესიას ავლენს რუსეთის მიმართ, ამიტომ გადაწყვიტა, რომ დასაჯოს“

მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს. აქედან გამომდინარე, კრემლის ლიდერის განმარტებით, მათი ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის ამ კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ცალსახად იწვევს საპასუხო რეაქციას, თუმცა როგორი იქნება ეს, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხზე იმ საფრთხეებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, რომლებიც რუსეთისთვის შეიქმნება. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო თავისი გეოპოლიტიკის ჩარჩოებიდან გამოდის, ცდილობს გავლენა იქონიოს საერთაშორისო პროცესებზე სხვა რეგიონებში, რაც რუსეთისგან ყურადღებას მოითხოვს.

„ნატო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოიყენება და ეს ძალიან აგრესიული ფორმით ხდება. რაც შეეხება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, დიახ, ეს პრობლემაა, რომელიც ჩემი შეხედულებით იქმნება ძალიან ხელოვნურად, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

საერთოდ, ნატო გამოიყენება როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი ერთი ქვეყნის მიერ - საკმაოდ დაჟინებით, ოსტატურად და ძალიან აგრესიულად, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ისედაც რთულ საერთაშორისო ვითარებას უსაფრთხოების მიმართულებით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე.

ვლადიმერ პუტინის ამ გაცხადების პარალელურად, დმიტრი პესკოვი განმარტავს, რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე. მისივე თქმით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს, ჩატარდება ღრმა ანალიზი ასეთი ნაბიჯის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

„ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული დავა არც შვედეთთან და არც ფინეთთან. მაშინ, როცა უკრაინა პოტენციურად შესაძლოა, გახდეს ნატო-ს წევრი, რუსეთს შესაძლოა, ტერიტორიული პრობლემა ჰქონდეს ქვეყანასთან, რომელიც ალიანსის წევრია, რაც უზარმაზარ რისკს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

განსხვავებული და ამავე დროს აგრესულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განაცხადება, რომლის თქმით, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი უბრალოდ შეეგუება შვედეთისა და ფინეთის ამ ბლოკში გაწევრიანებას.

„სიტუაცია, რა თქმა უნდა, რადიკალურად იცვლება იმის ფონზე, რაც ხდება. ჩვენთვის სრულიად აშკარაა ის ფაქტი, რომ შვედეთის, ისევე როგორც ფინეთის უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილების შედეგად არ გაძლიერდება და რა ფორმით უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას ნატო-ს ამ ზოგადი კონფიგურაციის შეცვლის შემდეგ - ეს ცალკე საკითხია, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იქნება, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთისა და შვედეთის შესაძლო გაწევრიანების შედეგი პრაქტიკული თვალსაზრისით. ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ნატო-ს სხვა დედაქალაქებში არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ჩვენ ამას უბრალოდ შევეგუებით. სამხედრო დაძაბულობის საერთო დონე გაიზრდება და ამ სფეროში პროგნოზირებადობა შემცირდება,“ - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

ბელარუსის ლიდერის განცხადებით, კოლექტიურ დასავლეთს არ სურს მიიღოს მსოფლიო წესრიგის უნიპოლარული სისტემის წარსულში დარჩენა და სასტიკ ბრძოლას აწარმოებს თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად. ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ნატო რესპუბლიკის დასავლეთ საზღვრებთან იარაღს აჟღარუნებს და თავის შემადგენლობაში ექაჩება მანამდე ნეიტრალურ ქვეყნებს.

„ნატო მოქმედებს პრინციპით „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა. არა მხოლოდ რუსეთმა უნდა გამოხატოს შეშფოთება და მარტომ იბრძოლოს ნატოს გაფართოების მცდელობის წინააღმდეგ. დაე, იფიქრონ საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმაზე, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ პოლიტიკურად ნატოს გაფართოების ახალ ტალღას ცნობილი სახელმწიფოების გაჟღერებული ზრახვების გათვალისწინებით. ორგანიზაციაში ჩვენი პოზიცია დროულად უნდა შევიმუშაოთ და მივაწოდოთ მსოფლიო საზოგადოებას. ჩვენ ამაში ერთიანი უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ფინეთის შემდეგ, შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ. შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, ევროპა, შვედეთი და შვედი ხალხი ახლა ახალ და საშიშ რეალობაში ცხოვრობენ. თუმცა, მან აღნიშნა, რომ შვედეთს არ სურს ნატოს მუდმივი სამხედრო ბაზები ან ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე, თუ მისი წევრობა დამტკიცდება.

„ჩვენ ვტოვებთ ერთ ეპოქას და გადავდივართ სხვა ეპოქაში. ჩვენ შევატყობინებთ ნატოს, რომ ალიანსის წევრობა გვსურს. შვედეთს საუკეთესოდ ნატო დაიცავს. შვედეთს თავის ტერიტორიაზე ნატოს მუდმივი სამხედრო ბაზების ან ბირთვული იარაღის განლაგება არ სურს, თუ ალიანსში მისი წევრობა დამტკიცდება. ახლა ევროპა და შვედეთი „ახალ და საშიშ რეალობაში ცხოვრობენ“, - აღნიშნა მაგდალენა ანდერსონმა.

რაც შეეხება კრემლის ლიდერის პოზიციას, სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთი შემგუებლობის პროცესი აქვს, რომელსაც უკრაინაში შეფერხებები დაეწყო. აქედან გამომდინარე, პოზიცია ნათელია - ფინეთში და შვედეთში ვერ შეიყვანს შეიარაღებულ ძალებს.

„როგორც ჩანს, პუტინი შეეგუა და ადაპტაციას გადის. თუმცა, აქ ერთი ნიუანსია - ფინეთის ნატოში შესვლა ავტომატურად არ ნიშნავს იქ ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას. ფინეთი შეიძლება ნატოს წევრი იყოს, მაგრამ არ განათავსოს ალიანსური გაერთიანებული ძალები. მარტო ფინეთის შეიარაღებული ძალები დარჩნენ და ფინეთმა მხოლოდ სამხედრო პროვოკაციის შემთხვევაში გამოიყენოს. იცით, რომ ფინეთმა და შვედეთმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ განათავსონ ბირთვული შეიარაღება საკუთარ ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ესეც იყო პუტინის შედარებით ლმობიერი პოზიციის მიზეზი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ნატო არა მარტო სამხედრო პოლიტიკური ბლოკია, არამედ პოლიტიკური კლუბია, რაზეც არაერთხელ გააკეთა ხაზგასმა ნატომ. ცივი ომის მერე ნატოს სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ვიდრე სამხედროების რაოდენობა. გარდა ამისა, ნატო გადავიდა არასამხედრო ტიპის, რბილი უსაფრთხოების სეგმენტებზე, როგორიც არის ენერგოუსაფრთხოება, ეკონომიკური და მათ შორის კიბერუსაფრთხოება.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, უკრაინაში ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი არც კი განიხილებოდა, ამის მიუხედავად რუსეთმა საომარი მოქმედება დაიწყო.

„კი იმიზეზებდა ნატოს, მაგრამ რეალურად, არც ნატოს წევრობისთვის განაცხადი გაუკეთებია უკრაინას და მით უმეტეს რაიმე ინფრასტრუქტურის განლაგებაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა, შეუტია, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ რეალური მოტივი ნატოს გაფართოება არ იყო. ნატოსკენ მისწრაფებას საქართველოც ავლენდა, საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარება კიდევ უფრო ადვილი იქნებოდა, უფრო მცირე ტერიტორიების გამო, მაგრამ საქართველოსკენ პუტინის აგრესია არ წამოვიდა, წავიდა უკრაინისკენ. როგორც ჩანს, სხვა მოტივი ჰქონდა. პუტინის რიტორიკა და მისი გადაწყვეტილებების მოტივები ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს, კარგად დაშორებულია. ვფიქრობ, რომ პუტინი თავისი პირადი აგრესიით, მოსაზრებებით და თვალსაზრისით ხელმძღვანელობს. ეს ის თვალსაზრისებია, რომელთა მიხედვითაც ის თვლის, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, რუსეთია, უბრალოდ, ბოლშევიკებმა გამოყვეს და ეს არასრულფასოვანი ქვეყანა აგრესიას ავლენს რუსეთის მიმართ და ამიტომ გადაწყვიტა, რომ დასაჯოს. დაახლოებით ასე გამოიყურება მისი მოტივაცია. ნატო და დიდი საერთაშორისო მოტივები მისთვის მნიშვნელოვანი არ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

dimpi ბმული /> აზოვსტალის მოვლენები ანატოლი შარიის თვალში
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აზოვსტალი დამთავრდა, დაყრეს იარაღი და ტყვედ ჩაბარდნენ!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აზოვსტალი დამთავრდა, დაყრეს იარაღი და ტყვედ ჩაბარდნენ!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უკვე კარგა ხანია შევატყვე, რომ ბატონ რამაზს ტვინი გაეღუნა! ვერ არის ჯანმრთელად ან რაღაც გრანტს გამოჰკრა ხელი! ბატონო ჩემო დიდი ბრიტანეთი ოდესის მახლობლად სამხედრო საზღვა ძალების ბაზას რომ აშენებდა იმაში ქათმების ფერმა განლაგდებოდა თუ ნატოს ჯარი?! გაძლიერებული საომარი ფორტიფიკაციები დნბასში, დინეცკის და ლუგანსკის დანარჩენ უკრაინასთან გამყოფ საზღვარზე შაჰ აბასმა და სპარსელებმა ააგეს თუ ნატოს პროექტია და დაფინანსებული, გვითხარი თუ შეიძლება თუ მკრავ სადმე ყურს??!! ამხელა კაცი რას ბლუყუნებ - "უკრაინაში ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი არც კი განიხილებოდა". ამას რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის?! რა ვიცი, რა ვიცი, რა ვიფიქრო?!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უკვე კარგა ხანია შევატყვე, რომ ბატონ რამაზს ტვინი გაეღუნა! ვერ არის ჯანმრთელად ან რაღაც გრანტს გამოჰკრა ხელი! ბატონო ჩემო დიდი ბრიტანეთი ოდესის მახლობლად სამხედრო საზღვა ძალების ბაზას რომ აშენებდა იმაში ქათმების ფერმა განლაგდებოდა თუ ნატოს ჯარი?! გაძლიერებული საომარი ფორტიფიკაციები დნბასში, დინეცკის და ლუგანსკის დანარჩენ უკრაინასთან გამყოფ საზღვარზე შაჰ აბასმა და სპარსელებმა ააგეს თუ ნატოს პროექტია და დაფინანსებული, გვითხარი თუ შეიძლება თუ მკრავ სადმე ყურს??!! ამხელა კაცი რას ბლუყუნებ - "უკრაინაში ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი არც კი განიხილებოდა". ამას რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის?! რა ვიცი, რა ვიცი, რა ვიფიქრო?!
1 წლის უკან
dimpi პროგნიზიც
1 წლის უკან
dimpi Aburjga Tasmanieliაზოვსტალი დამთავრდა, დაყრეს იარაღი და ტყვედ ჩაბარდნენ!"
არა, ნახე ვიდეო, ეგ ანატოლი არ არი ვინმეს პიარშიკი, სწორად განიხილავს მოვლენებს და პროგნოზიც ზუსტი აქვს, იმიტომ რომ კარგად ერკვევა ორივე მხარის მენტალობაში
1 წლის უკან