ერეკლეს რომ მოღალატედ გამოაცხადებ...

ერეკლეს რომ მოღალატედ გამოაცხადებ...

"ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფე მოღალატედ გამოაცხადა. ჩვენთან სიტყვის სრული თავისუფლებაა და ყველას შეუძლია, რაც ენაზე მოადგება, ნებისმიერი სისულელე თქვას, თუმცა, ლევან ბერძენიშვილი სულელი არ არის და ზუსტად იცის, რას ამბობს და რატომ ამბობს. რასაკვირველია, მან ისიც მშვენივრად იცის, რომ ერეკლეს ლანძღვით ისტორიას აყალბებს, თუმცა, მას ისტორია არც აინტერესებს.

სინამდვილეში იგი აგრძელებს იმ იდეოლოგიურ ხაზს, რომლის ძირითადი სამიზნეც ახალგაზრდობაა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნული ცნობიერების წაშლას. უნდათ, რომ შექმნან ახალი ადამიანები ანუ სტერილური მანქურთები, რომელთაც არც სამშობლო ეხსომებათ, არც - ისტორია, არც - ის, თუ საიდან მოდიან და არც იმაზე იფიქრებენ, საით მიდიან. ერეკლესთვის მოღალატის დაძახებას თუ მიგვაჩვევენ, მერე ახალი ყაიდის გმირებს შეგვთავაზებენ, ისეთებს, რომლებიც კაცობრიობის აქამდე არსებული ღირებულებათა სისტემაში სამარცხვინოდ მიაჩნიათ. 

ლევან ბერძენიშვილი მარტო არ არის ამ საქმეში, ამ იდეოლოგიის დამკვიდრებას უსამშობლოთა მთელი კლასტერი ემსახურება და ასეთი გამოხდომები სწორედ ამ კლასტერის წევრების შეკავშირება-შედუღაბებასაც ემსახურება! ერეკლე მოღალატეა, სამშობლო კი არ არსებობს - ანუ ყველა ის ფასეულობა უნდა ამოიძირკვოს, რასაც ქართული ფენომენი ეფუძნება.  

რატომ დაემართათ ასე და რამ დაუნთოთ გულებში სიძულვილის ხანძარი, ფსიქოლოგების კვლევის საგანია, 
მაგრამ ერეკლე მეფისთვის მოღალატის ძახილი მხოლოდ ისტორიის გაყალბება კი არ არის, არამედ ძირითადი ადამიანური ღირებულებების თავდაყირა დაყენების მცდელობის გაგრძელებას წარმოადგენს. ისეთი გარემოს და ვითარების შექმნას ისახავს მიზნად, სადაც სიკეთეს ბოროტება ერქმევა, იუდას - გმირი,  ვაჟკაცობა სამარცხვინო გახდება, ხოლო - ჩახდა და ფორთხვა საამაყო! ცხადია, რომ ამ გარემოსთვის ერეკლე მიუღებელია და ხელს უშლით, ოღონდ მხოლოდ ერეკლე კი არა, მიუღებელია ყველაფერი ქართული. 

ნაბიჯ-ნაბიჯ და დაჟინებით ცდილობენ, რომ ეროვნული მეხსიერების ფესვებში საწამლავი ჩაასხან! თითქოს უცნაურია, რომ მაინცდამაინც ერეკლე ამოიჩემეს - 
თხუთმეტი წლის ყმაწვილი შევიდა პირველ ომში და ლამის ოთხმოცი წლისაც წინა ხაზზე იბრძოდა. თუმცა, სინამდვილეში, სწორედ მაგიტომ ვერ იტანენ! ერეკლეს რომ მოღალატედ გამოაცხადებ და ყველაფერს გააუკუღმართებ, მერე თავად იოლად დაიბრალებ გმირობასაც და ბრძნობასაც. 

ორასი წლის ძნელბედობის შემდეგ ქართლ-კახეთს ისევ ქრისტიანი მეფე ეღირსა, რომელმაც ვეება იმპერიებს შორის მოქცეული განადგურებული და გაპარტახებული ქვეყანა ფეხზე წამოაყენა! დღეს რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საქართველო რომ ევროპული მსოფლმხედველობის ქვეყანაა და ევროპის სრულუფლებიან წევრობას ვესწრაფვით, ამაშიც ერეკლე მეფეს უზარმაზარი წვლილი უძევს! სამაგიეროდ კი ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ერეკლე მოღალატეა, სამშობლო არ არსებობს და ამ სიმართლით უნდა ვიცხოვროთ?! ვითომ შორს წავალთ ამ სიმართლით?! 

ერეკლეს მოღალატედ გამოცხადება არ არის უბრალო საკითხი,  სინამდვილეში დივერსიაა ეროვნულ ცნობიერებაზე და ეროვნული ნიჰილიზმის გაღვივებას ისახავს მიზნად. ამას რომ მივეჩვევით, მერე ახალი თემა წამოვა, თუმცა, ერთი სიკეთე ამ მავნეობასაც ახლავს, ვინაიდან ერთგვარი სწრაფი ტესტია, რომელიც იოლად ადგენს, ვინ რომელი კლასტერის წევრია და ვინ რისთვის ცხოვრობს ამ ქვეყნად".

Aburjga Tasmanieli ლევან ბერძენიშვილი უნდა დაისაჯოს! სიკვდილით დასჯა აკრძალულია, მაგრამ ძელზე გასმა ხომ შეიძლება?!
1 წლის უკან
dimpi Aburjga Tasmanieli
რას ერჩი ბერძენიშვილს?
არ მოსწონს თვის გვარი ბერძენიშვილობა, ალბათ უნდოდა რომ "ოღლი" ყოფილიყო გვარად...
იძია იძია და გამონახა თავისი არგა"ოღლების" მიზეზი ერეკლე,
ჰოდა მოღალატეა ყოფილ ერეკლეო - გამოიტანა თავისი ღრმად ერუდირებული დასკვნა

პ.ს. რამდენი ვიღაცა რამეს მობოდავს ის როგორ უნდა დააკომენტარო? არადა უნდა დააკომენტარო რომ ზომბავს ახალგაზრდებს, თანაც იმ ახალგაზრდებს რომლებსაც განათლება წინასწარ მიზან მიმართულად დაუნგრიეს
1 წლის უკან
dimpi პ.პ.ს მოუხერხებელია რომ ამ ფორუმს არ აქვს პოსტის გასწორების ფუნქცია
1 წლის უკან
dimpi Aburjga Tasmanieli
საინტერესო ინტერვიუა პუტინის, თუ არა გაქვს ნანახი: "Ответы на вопросы участников Петербургского международного экономического форума"

ბმული
1 წლის უკან
dimpi ამასობაში უკრაინაში გამოჩნდა საღად მოაზროვნე:ევგენი მურაევი), მაგრამ ომდენ დაზომბილებში მივა მათ ყურამდე საღი აზრი თუ გააგრძელებენ ისევ თავის მარაზმს როგორც აქ ხდება
ბმული
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნახული მქონდა და კიდევ ვნახე. ყველამ უნდა ნახოს!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნახული მქონდა და კიდევ ვნახე. ყველამ უნდა ნახოს!
1 წლის უკან
trampi ისე მთელი ახალგაზრდობა ანეგდოტად მეც მასე ,,ვამბობდი,, ...... მაგრამ მერე და მერე ყველაფერი კარგად დავინახე
ისე კი რუსი რო ჩათლახია, რად უნდა მაგას მტკიცება??
ვის როგორი აზრი აქვს არ ვიცი, მაგრამ აღა-მახმად ხანის შემოსევა რუსების ,,ჩაწყობილი,, იყო--რომ ერეკლე წელში გატეხილიყო და ხელი მოეწერა ,,ტრტრტრტრ,,---- ისთვის
როცა ხალისზე ვიქნები მოვყვები მაგ ისტორიას
1 წლის უკან
dimpi trampi ბმული
1 წლის უკან
DDDzia papa!
იდეალური არავინაა და ერეკლესაც ქონდა შეცდომები.
,,ტრტრტრტრ,,-ს ერეკლემ 1783 წელს მოაწერა ხელი.
აღა მაჰმად ხანი საქართველოში 1795 წელს შემოიჭრა.
1786 წლის შემდეგ ერეკლემ კიდევ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას ახალციხის ფაშასთან, სადაც დაპირდა რუსებთან ხელშეკრულების გაუქმებას. თავად ეს 1786 წლის ხელშეკრულება ,,ტრტრტრტრ,,-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის დარღვევა იყო:
Артикул четвертый
Для доказательства, что намерения его светлости в рассуждении толь тесного его соединения со Всероссийской империей и признания верховной власти и покровительства всепресветлейших той империи обладателей суть непорочны, обещает его светлость без предварительного соглашения с главным пограничным начальником и министром е.и.в., при нем аккредитуемым, не иметь сношения с окрестными владетелями. А когда от них приедут посланцы или
присланы будут письма, оные принимая, советовать с главным пограничным начальником и с министром е.и.в., о возвращении таковых посланцев и о надлежащей их владетелям отповеди.
ამ დარღვევით რუსებისთვის გეორგიევსკის ,,ტრტრტრტრ,-მ ფაქტიურად ძალა დაკარგა, რადგან ღალატის ტოლფასი იყო ახალციხის ფაშასთან ხელშეკრულების ხელმოწერა მაშინ, როდესაც რუსეთი ოსმალეთთან ომისთვის ემზადებაოდა და ეს ომი დაიწყო კიდეც 1787 წელს.
1 წლის უკან
leviko ისე ამდენს რომ ვსაუბრობთ ნუთუ ვერ ვხვდებით რომ ისტორია ასე რომ არ მოხდარიყო ჩვენ საქართველო როგოც ახლაა და სეთი საზღვრები აქვს არ იქნებოდა
1 წლის უკან
trampi ძია
თარიღები რა თქმა უნდა მასეა ....... მაგრამ აღა მახმად ხანი ბოლო ჯოკერი იყო რუსების ხელში
მერე წვრილად მოვყვები მაგეებს, წვრილად(
იყო ესეთი ისტორიკოსი ჯ. ვაჩეიშვილი ...ეგ კაცი კომუნისტების დროიდან დაახლოებით 30 წელი რუსეთში(ლენინგრადში) ბაგრატიონის სახელობის ბიბლიოთეკის დირექტორი იყო.. მაგ კაცს მსოფლიოს ბევრ მუზეუმებში და არქივებში აქვს ნაქექ--ნამუშევარი
ხოოდა მაგის ნაწერებში არის ეგ ინფორმაცია.....ვეძებ და როცა ვიპოვნი აქ წვრილად დავწერ
1 წლის უკან