ნაცუ ბაშოზე ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ ტოჩინოშინი ფორმაში შევიდა და დღეს უკვე მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა გაზაფხულის მეორე სუპერტურნირზე მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა.
ტოჩი მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომას შეხვდა და კონეტაგეს ილეთით აჯობა. ჩვენებურმა უპირატესობა შერკინებისთანავე მოიპოვა და მეტოქე დოჰიოდან მოხერხებულად ლამაზი ილეთით მოისროლა.
ეს წყვილის მე-6 დაპირისპირება იყო და ამ მხრივ ურთიერთშეხვედრებში ბალანსი გათანაბრდა - 3:3.
ხვალ გორგაძის მეტოქე მე-7 მაეგაშირა კოტოეკო იქნება, რომელსაც აქამდე 6-ჯერ შეხვედრია და 5 დაპირისპირება ლევანის გამარჯვებით დასრულდა.