მიხაილო პოდოლიაკი:

მიხაილო პოდოლიაკი: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოავლინა, რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე - ყველა პრორუს ოლიგარქს "დე-ოლიგარქიზაცია" ემუქრება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოავლინა, რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე.

პოდოლიაკის განცხადებით, სანქციებზე უარის თქმის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესებია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოავლინა, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ, რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქ ივანიშვილის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას გვთავაზობს. ყველა პრორუს ოლიგარქს ,,დე-ოლიგარქიზაცია" ემუქრება", - წერს პოდოლიაკი .

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, რამაც გარკვეული საფრთხე შეიძლება შეუქმნას ქვეყნის საგარეო კურსს და დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ივანიშვილის ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ.

„პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არც დაუმალავს, რომ ისინი რუსეთთან ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას გაატარებდნენ. წლების განმავლობაში, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკის ხელშეწყობით, საქართველოს ეკონომიკის გარკვეული სეგმენტები რუსეთზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა.

პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს.

დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება”, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში, რომელიც 27 აპრილს გამოქვეყნდა.

sapiqrali დასკვნა აქედან: ბისმარკიც და არესტოვიჩიც მართლები ყოფილან რასაც უკრაინელებზე ამბობდნენ. ყოველ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება ამას ამართლებს. საცოდავი ხალხი ამათ ხელში.
2 წლის უკან