იაგო ხვიჩია: სიბრიყვით გემართება ისეთი საშინელება, როგორიც დაემართა „სამართლიან არჩევნებს“ არჩევნების შედეგების დათვლისას, როდესაც მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი შარში გახვიეს

იაგო ხვიჩია: სიბრიყვით გემართება ისეთი საშინელება, როგორიც დაემართა „სამართლიან არჩევნებს“ არჩევნების შედეგების დათვლისას, როდესაც მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი შარში გახვიეს

იაგო ხვიჩიას თქმით, არასამთავრობო სექტორი და მათი დონორების ნაწილი „გირჩს“ ებრძვის. ამ თემაზე დეპუტატმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ორგანიზაციები პარტიის იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები არიან.

„ჩვენ საერთოდ სხვა რამის გვჯერა და მიგვაჩნია, რომ ხალხი, რომელიც გეხმარება, ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდ საქმეს გვიკეთებს და სინამდვილეში ამერიკის შესახებაც ამერიკული ინსტიტუტები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ამერიკა სხვა ღირებულებებზე დგას, სხვა ქვეყანაა. დგას საკუთრებაზე, თანასწორობაზე, სასამართლო სისტემაზე, მორალზე. და ეს ორგანიზაციები, რომლებიც შემოდიან და გველაპარაკებიან მათი სახელით, გვეუბნებიან, რომ ეს ქვეყანა დგას გენდერულ კვოტირებაზე, იდენტობის პოლიტიკაზე, ათასნაირ გიჟობაზე. იციან ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ეს ცუდი საქმე გვგონია ამ ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი პარტიას ებრძვის. მას ჰქონია, რომ ამის მთავარი მიზეზი იდეოლოგიური შეუთავსებლობაა, მეორე მიზეზად კი პოლიტიკოსი სიბრიყვეს ასახელებს.

„მესმის, რომ სიბრიყვით ყველაფერი იხსნება. სიბრიყვე განა არგუმენტი არ არის, რომ ისეთი ბრიყვები არიან, რომ ვერ ხვდებიან კონტექსტს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და ამით საკუთარ ქვეყანას და რეპუტაციას აზიანებ და გემართება ისეთი საშინელება, როგორიც დაემართა „სამართლიან არჩევნებს“ არჩევნების შედეგების დათვლისას, როდესაც მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი შარში გახვიეს“, - მიიჩნევს დეპუტატი.