იაგო ხვიჩია: ოქტომბრიდან მოყოლებული ისეთი რაღაცები გვაქვს მოსმენილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ იგივე სცენარის გაგრძელება უბრალოდ ეფექტური არ არის, სიმართლეც რომ იყოს

იაგო ხვიჩია: ოქტომბრიდან მოყოლებული ისეთი რაღაცები გვაქვს მოსმენილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ იგივე სცენარის გაგრძელება უბრალოდ ეფექტური არ არის, სიმართლეც რომ იყოს

ოქტომბრიდან მოყოლებული საჯარო სივრცეში ისეთი რაღაცები გვაქვს მოსმენილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ ამის მერე ზუსტად იგივე სცენარის გაგრძელება უბრალოდ ეფექტური არ არის, სიმართლეც რომ იყოს, - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. „გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია სხვანაირად უნდა დაამტკიცოს.

„მე ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი. ის იბრძვის გამარჯვებისთვის. ამ წუთას მისი გზა პოლიტიკური გამარჯვებისკენ ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით ციხიდან გამოსვლა ან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. თუ ამ არგუმენტებით თამაშობ და გინდა ეს არგუმენტი დამაჯერებელი იყოს, სრულად უარი უნდა თქვა იმაზე, რომ სისტემას გაიგოს შენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ცხადია, რისკავ, კაცმა არ იცის რა მოხდება და შეიძლება ეს ობიექტურად ცუდად დამთავრდეს, მაგრამ თუ ეს ბრძოლის მეთოდია, სანამ სისტემამ იცის, რომ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის საგანგაშო, არ გემუქრება განსაკუთრებული რისკები და უბრალოდ გარეთ ამბობ, რომ ცუდად ხარ, ამას სისტემა ყოველთვის გადათარგმნის, როგორც თავის მომკვდარუნებას“, - განაცხადა ხვიჩიამ.